დენიელ კიზი – ყვავილები ელჯერნონისათვის

ყვავილები ელჯერნონისათვის დენიელ კიზი – ყვავილები ელჯერნონისათვის

წელს წაკითხული წიგნებიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედაც, რომ დენიელ კიზის დაწერილმა საცდელი ვირთხისა და ჩარლის ისტორიამ მოახდინა. ნოველამ 1960 წელს მიიღო ”ჰუგო”, როგორც საუკეთესო Short storie-მ, 1966 წელს კი კიზს ”ნებულაც” გადაეცა.
წიგნი მოგვითხრობს გენეტიკურ ექსპერიმენტზე, რომელიც ერთდროულად ჩაატარეს ადამიანზე სახელად ჩარლი და ვირთხა ელჯერნონზე. ექსპერიმენტის მიზანი იყო ადამიანის ტვინის შესწავლა მას შემდეგ რაც მოახდინეს უკიდურესად დაბალი IQ-ს მქონე ჩარლის ინტელექტის ხელოვნური ზრდა. ნაწარმოები პირველ პირშია დაწერილი და წარმოადგენს ჩარლის დღიურს. ყველაზე მეტად რაც წიგნში მომეწონა, იყო დღიურის წერის სტილი, თავიდან გრამატიკული შეცდომებით სავსე გვერდები, რომლებიც ჩარლის ინტელექტის ზრდასთან ერთად უფრო და უფრო იხვეწება და გამართული ტექსტი ხდება.
ძალიან მინდა ბევრი რამ დავწერო ამ წიგნზე და მის შინაარსზე, მაგრამ მეშინია, რომ სპოილერი გამომივა, ამიტომ თავად წაიკითხეთ (ვისაც ჯერ არ წაგიკითხავთ) და თუ მოგეწონებათ, ძალიან გთხოვთ, მოიტანეთ ყვავილები ამ ბლოგზე, რომელიც აქვე, ფანჯრის უკანაა. :)

პ.ს. ჩემმა მეგობარმა ანა თოფურიძემ წიგნის ძალიან ლამაზი ყდა გააკეთა, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვპოულობ ახლა, მადლობელი ვიქნები თუ გამომიგზავნის.

პ.პ.ს.როგორც ვიცი უახლოეს წარსულში წიგნი ქართულ ენაზე არ გამოცემულა. თუ არ ჩავთვლით დაახლოებით სამი წლის წინ გამოსულ პატარა მწვანე ფერის კრებულს, სადაც კიზი დაიბეჭდა ბრედბერის ”ცელთან” და ფრედრიკ ბრაუნის ”არენასთან” ერთად. სამწუხაროდ გამომცემლობა აღარ მახსოვს, მის კვალსაც მხოლოდ Goodreads-ზე მივაგენი.
რაც შეეხება ონლაინ ბიბლიოთეკებს შეგიძლიათ წაიკითხოთ lib.ru-ზე. ორიგინალი ვერსია კი გადმოქაჩოთ აქედან

Flowers for Algernon

ესეც ზემოთხსენებული ქავერი, რომელიც ანამ გააკეთა. ვისურვებდი, რომ როცა გამოვა ეს წიგნი ქართულად ასეთი ყდა ჰქონდეს.

12 thoughts on “დენიელ კიზი – ყვავილები ელჯერნონისათვის

  1. მე ღრმა ახალგაზრდობაში მაქვს წაკითხული, ახალი სტუდენტი ვიყავი მაშინ. სამეცნიერო ფანტასტიკის შავყდიან რუსულ კრებულში შემხვდა.

    უგემრიელესი მოთხრობაა. იმდენად კარგი, რომ ისიც კი აღიარებენ, ვისაც ფანტასტიკა მაინცდამაინც არ უყვარს.

    ქართულად, იმ თხელ, მწვანე წიგნაკში, 2007 წელს გამოსცა “აზრმა”. გია ჭუმბურიძის თარგმანია.

    • @ სამეცნიერო ფანტასტიკის შავყდიან რუსულ კრებულში შემხვდა.

      წარმოიდგინე და მეც ეგ კრებული მაქვს სახლში.. ვონეგუტი, კიზი, შეკლი, ტენი, ბესტერი და ა.შ. შედიან როგორც მახსოვს.. ლარგად გაკეთებული კრებულია.

      @უგემრიელესი მოთხრობაა. იმდენად კარგი, რომ ისიც კი აღიარებენ, ვისაც ფანტასტიკა მაინცდამაინც არ უყვარს.

      აჰამ.

      @ქართულად, იმ თხელ, მწვანე წიგნაკში, 2007 წელს გამოსცა “აზრმა”. გია ჭუმბურიძის თარგმანია.

      მადლობა ინფოსთვის. მაგათ როგორც მახსოვს კიდევ რამოდენიმე წიგნი გამოსცეს და ეგ ერთი იყო მხოლოდ საი ფაი.

  2. კი, მართლა კარგი კრებული იყო. ტენის “სროკ ავანსომ” იყო და ბესტერის “ფენომენ ისჩეზნოვენია”. ბრედბერის მარსის ქრონიკებიც მახსოვს მანდ. ან სრულად, ან ნაწყვეტები.

    “აზრის” ორი საი-ფაი მახსოვს. მეორე კრებულიც უნდა იყოს. ვნახავ შინ და მოგწერ.

    • მეორეში ჰაინლაინის “სამყაროს გერებია” :3 ყვავილები ელჯერონისთვის მარტო მოთხრობა მაქვს წაკითხული, უახლოეს მომავალში ნოველასაც წავიკითხავ <3 მოთხრობას ყველას ვაკითხებ ხოლმე ვინც მიჯერებს : ))

      • მარიამ ვერ მივხვდი. მე ელჯერნონს ნოველას ვეძახი. ნუ რავიცი ეგრე ვთვლი, რომ ამ ზომის ნაწარმოები მოთხრობა კიარა ნოველაა..

        გაუგებრობასთან გვაქვს ადგილი.. :დ

      • ნოველა-ში Novella კი არა Novel ვიგულისხმე, ცუდად დავწერე ^^’ short story მაქვს მარტო წაკითხული XD

  3. @ ბრედბერის მარსის ქრონიკებიც მახსოვს მანდ. ან სრულად, ან ნაწყვეტები.

    სრულადაა.. კი ეგ წიგნია აშკარად. ფენომენ ისჩეზნოვენია გენიალურია.. მაგრად მომეწონა!

    • ჩემი პირველი ბესტერი, წავიკითხე და აღვფროვანდი. ახლა კი მაქვს ქინდლში “Миры Альфреда Бестера”, მაგრამ იმაზე მეტად ჯერჯერობით სხვა არაფერი მომწონებია.

      • მე ტიგრ ტიგრმა აღმაფრთოვანა. ნუ გაქრობის ფენომენი ცალკე დონეა, მაგრამ ტიგრ ტიგრიც მხეცია!

  4. ამის დასაწერად შემოვედი, მარიამ. “სამყაროს გერებია” მეორე წიგნი. უმაგრესი ჰაინლაინი. ჯორდანის მადლმაო.,,

  5. ერთი ძალიან კარგი ჟურნალი გამოდიოდა ”საუნჯე”. იმ დროს ”ინასტრანკასთან” ერთად ნამდვილი სარკმელი იყო მსოფლიო ლიტერატურაში. პირველად იქ დაიბეჭდა 80-იანი წლების დასაწყისში. ვისაც ფანტასტიკისკენ გახედვაც არ უნდოდა, მათი ყურადღებაც კი მიიქცია. დღემდე მახსოვს პირველი წაკითხვით გამოწვეული აღფრთოვანება და ემოციები. სხვათა შორის, იმავე პერიოდში ”ინასტრანკაში” იბეჭდბოდა კინგის ”მკვდარი ზონა”. ამ ორმა ნაწარმოებმა ბევრს დააწყებინა ფანტასტიკის კითხვა.

  6. ახლახანს წავიკითხე და მაგრად გამიტყდა შორთ სთორი რო იყო :|
    ქართულად მინდა რომანი. :შ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s