100 Books

ლურჯი ყვავილები

The Blue Flowers
პირველი წიგნი, რომელიც ჩემი წიგნების ასეულს დაუდებს სათავეს კენოს “ლურჯი ყვავილებია.”  სულ რაღაც ნახევარი საათის წინ მოვრჩი კითხვას და მინდა ვთქვა, რომ საოცარი სიამოვნებაც მომანიჭა. ძალიან საინტერესოდ დაწერილი რომანია (ნუ ფრანგებს საინტერესოდ წერა რომ ეხერხებათ ეგ არახალია) და თარგმანიც მშვენივრად გამოუვიდა მაია ქაცანაშვილს…

ყვავილები ელჯერნონისათვის

Flowers for Algernon

წიგნი მოგვითხრობს გენეტიკურ ექსპერიმენტზე, რომელიც ერთდროულად ჩაატარეს ადამიანზე სახელად ჩარლი და ვირთხა ელჯერნონზე. ექსპერიმენტის მიზანი იყო ადამიანის ტვინის შესწავლა მას შემდეგ რაც მოახდინეს უკიდურესად დაბალი IQ-ს მქონე ჩარლის ინტელექტის ხელოვნური ზრდა. ნაწარმოები პირველ პირშია დაწერილი და წარმოადგენს ჩარლის დღიურს…

ჰაკიმ ბეი – პოეტური ტერორიზმმი და არამარტო”

Hakim beyპიტერ ლემბორნ უილსონი იგივე ჰაკიმ ბეი 1945 წელს დაიბადა. კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთში, პაკისტანში ინდოეთსა და ნეპალში. დასავლეთ ბენგალიაში სწავლობდა ტანტრას, ნახა და გაიცნო ბევრი სუფისტური ტაძარი თუ მოძღვარი. 1974-1975 წლებში იყო ლონდონსა და თეირანში გამართული World of Islam Festival-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი. თეირანში მომხდარი რევოლუციის შემდეგ მან ირანი დატოვა.

ჩინგიზ აიტმატოვი – თეთრი ხომალდი

White Shipნაწარმოები, რომელზეც ამ პოსტში მინდა გესაუბროთ 1970 წელს გამოქვეყნდა. “თეთრი ხომალდი” აიტმატოვის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. სიუჟეტი ვითარდება პატარა ბიჭუნას ირგვლივ, რომელიც აბსოლუტურად გაუცხოებულ გარემოში ცხოვრობს. დედამ მიატოვა, მამა გემზეა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად ესმის ბიჭი და მეტიც მისი ნამდვილი მეგობარია, ბიჭის ბაბუაა. ბებია, დეიდა, ბიძა (დეიდის ქმარი, მთავარი ანტაგონისტი) საერთოდ ვერ აღიქვამენ თუ რა დიდი სულიერი სამყარო აქვს ბავშვს და მეტიც, სულელად თვლიან მას. არადა ბიჭი საოცრად გონებაგახსნილი და ფანტაზიის უნარით დაჯილდოვებული ადამიანია.

იამომოტო ცუნემოტო – ჰაგაკურე

hagakure”ჰაგაკურე” ასევე ცნობილი, როგორც “სამურაის წიგნი” იამომოტო ცუნემოტომ, დაიმიო ნაბეშიმა მიცუშიგეს ყოფილმა სამურაიმ შექმნა. მიცუშიგეს სიკვდილის შემდეგ ცუნემოტოს ჰქონდა ორი არჩევანი: ან ჩაეტარებინა რიტუალური თვითმკვლელობა ჯუნში, ან გამხდარიყო რონინი, თავისუფალი სამურაი. მან ეს უკანასკნელი აირჩია და უკაცრიელ მონასტერში განრიდებულმა შექმნა “ფოთლების ჩრდილში” ნაამბობი წიგნი, რომელიც ჭეშმარიტი სამურაის ცხოვრების წესსა და მოვალეობებზე მოგვითხრობს.

სტივენ ჰოუკინგი – დროის მოკლე ისტორია

Stephen Hawking 21 წლის ასაკში სტივენ ჰოუკინგს ექიმებმა საზარელი დიაგნოზი დაუსვეს: გაფანტული სკლეროზი. დაავადება, რომლის დროსაც მოძრაობაზე პასუხისმგებელი ნეირონები კვდება და ბოლოს ეს პაციენტის სიკვდილსაც იწვევს. თან გააფრთხილეს, რომ 2 წლის სიცოცხლეღა დარჩენოდა. ეს 1963 წელს მოხდა. მას შემდეგ 48 წელი გავიდა. დღეს ჰოუკინგი წამყვანი ასტროფიზიკოსი და კოსმოლოგისტია, Royal Society of Arts წევრი და სამუდამო წევრი Pontifical Academy of Sciences-სა. 2009 წელს კი ა.შ.შ-ს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო: Presidential Medal of Freedom-იც კი მიიღო.

პარუირ სევაკი – იქმენინ ნათელი

სევაკიპარუირ სევაკი 1924 წლის 26 იანვარს დაიბადა სომხეთის ქალაქ ჩანახჩში. დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორკის ლიტერატურის ინსტიტუტი ქალაქ მოსკოვში.
სევაკი 20-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო სომეხ პოეტად ითვლება. სიმართლე რომ გითხრათ მის შესახებ გაგებულიც კი არ მქონდა, სანამ ექს ლიბრისში, სრულიად შემთხვევით არ აღმოვაჩინე, რომ თურმე გივი შაჰნაზარს მისი ლექსები უთარგმნია და კავკასიურ სახლს წიგნადაც გამოუცია. ვიქნები გულწრფელი და პოეზიის თაროზე დადებულ, უცხო ავტორის წიგნს ყურადღებასაც არ მივაქცევდი, გარეყდას რომ არ მოვეხიბლე. ერთი მხრივ სიცოცხლის ხე, ხოლო მეორეს მხრივ ამ ხის საოცარი მსგავსება ატომურ სოკოსთან სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მე წიგნი ხელში ამეღო, გადამეშალა და…

აიზეკ აზიმოვი – მარადისობის აღსასრული

End of Eternityაიზეკ აზიმოვმა შექმნა რეალობა, მარადისობა, სადაც მარადიულები ზრუნავენ იმაზე, რომ კაცობრიობამ თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე აიცილოს მისთვის დამღუპველი გადაწყვეტილებები. სპეციალურად მომზადებული გამომთვლელები ათასობით ალბათობის გამოთვლის შემდეგ პოულობენ მომენტს, რომლის შეცვლაც არ გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს მომავალში და ცვლიან მას. სწორედ ამ ცვლილების განხორციელება ევალება ტექნიკოსს. რომანის მთავარი გმირიც ტექნიკოსია, საკუთარ თავში ჩაკეტილი, მუდმივად დეპრესიაში მყოფი, “გაუცინარი ხელმწიფე” (ისევე როგორც ყველა დანარჩენი მისი კოლეგა) ჰარლანი

ივან ეფრემოვი – ანდრომედას ნისლეული

ეფრემოვი1956 წელს ივან ეფრემოვმა დაწერა რომანი, რომელსაც პირადად მე მისი შემოქმედების მწვერვალად ჩავთვლიდი. წიგნს ყველაფერი აქვს იმისათვის რომ აღაფრთოვანოს არამარტო საი-ფაის მკითხველი, არამედ ზოგადად ლიტერატურის მოყვარული ადამიანი.
მოქმედება შორეულ მომავალში ხდება, სადაც ადამიანებმა უკვე გამოიგონეს მეზონური ძრავა და მისი საშუალებით იქამდე წარმოუდგენელ მანძილებზე, შორეულ კოსმოსში მიფრინავენ. დედამიწა ე.წ. რკალის წევრია, საგალაქტიკათშორისო გაერთიანების, სადაც სხვადასხვა კულტურისა და განვითარების რასები, ერთმანეთს აცნობენ თავიანთი მიღწევებისა თუ ევოლუციის ისტორიის დეტალებს. ამ ყველაფერს კი ფონად დიდი ადამიანური სიყვარულის ისტორია გასდევს.

3 thoughts on “100 Books

    • იქნება ალბათ ეგეც. ჯერ-ჯერობით იმ წიგნების შესახებ ვწერ, რომელთაც ახლა ვკითხულობ. :)

  1. ვიმედოვნებ რო დადებთ ბეჭდებსაც ჰობიტსაც სილმარილიონსაც და სხვებსაც ტოლკინისა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s