100 Movies

Tales From Earthsea

Tales From Earthsea
Tales From Earthsea (ვიკიპედიას Earthsea ხმელეთზღვად უთარგმნია და მოდი ამიერიდან მეც ეგრე მოვიხსენიებ) 2006 წელს, ურსულა ლეგუინის წიგნების სერიის A Wizard of Earthsea, The Tombs of Atuan, The Farthest Shore და Tehanu-ს მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმია. სახელი კი იმავე ლეგუინის 2001 წელს გამოცემული მოკლე მოთხრობების კრებულის სათაურის მიხედვით ეწოდა. პოსტის დასაწყისში ჰაიაო მიაძაკი ტყუილად არ მიხსენებია. ანიმეზე სერიოზული გავლენა მოახდინა მისმა მანგამ The Journey of Shuna. ჰაიაო, ურსულა და კეიკო ნივა ფილმის სცენარისტებიც გახლავან.

Vampire Hunter D: Bloodlust

Vampire Hunter Dანიმე იწყება იმით, რომ ახალგაზრდა ქალს შარლოტას იტაცებს ბარონი მეიერ ლინკი, არისტოკრატი ვამპირი საოცარი შესაძლებლობებით. საოცრად შთამბეჭდავია ფილმის დასაწყისშივე ბარონის კარეტის გამოჩენა, ირგვლივ ყველაფერი ხმება და რკინის განათებული ჯვრები (რომელიც ვითომდა ვამპირებისგან თავდასაცავადაა გაკეთებული) მტვრად იქცევა. შარლოტას მამა და ძმა გოგონას დასაბრუნებლად დაიქირავებენ ნახევრად ვამპირ, ნახევრად ადამიან D-ს, რომელიც ყველაზე ცნობილი ვამპირებზე მონადირეა….

Who watches the Watchmen?!

Watchmenჩვეულებრივი, საშუალოსტატისტიკური კომიქსის პერსონაჟები, სუპერძალების მქონე არსებები, რომლებიც სამყაროს გადარჩენას ცდილობენ “ბოროტი ბიძიებისგან”. ჯერ მარტო სახელებს შეხედეთ: მის იუპიტერი, კაპიტანი მეტროპოლისი, დოქტორი მანჰეტენი… მაგრამ ფილმს ჯერ ჩვენი არ ეშინია, რადგანაც მისი ჭეშმარიტი სახე არ გვინახავს. სინამდვილეში ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება იმისგან რასაც DC-მ და Marvel-მა შეგვაჩვიეს. ჩვენს წინაშეა ამერიკის პარალელური ისტორია, მესამედ არჩეული პრეზიდენტი ნიქსონი, ანტიუტოპიური გარემო, ბირთვული ომის მოლოდინი და განუწყვეტელი შიში…

გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა

LOEG2003 წელს სტეფან ნორინგტონმა გადასაღებ მოედანზე გამოჩენილი ჯენტლმენები, შონ კონერი, ნასერუდინ შაჰი, პეტა უილსონი, ტონი კურანი, სტიუარტ თაუნსენდი, შეინ ვესტი, ჯეისონ ფლემინგი და რიჩარდ როქსბურგი შეკრიბა. მათი მისია ალან მურის კომიქსის მიხედვით გადასაღებ ფილმში მაღალ დონეზე თამაში გახლდათ.
ფილმის გამოჩენილ ჯენტლმენებს კი სულ სხვა მისია აკისრიათ. მათ უნდა ჩაშალონ მისტერ “მ”-ის გეგმა, რომელსაც რა გასაკვირია და მსოფლიოს დაპყრობა უნდა.

August Rush

august rushმორიგი ღამის გათენებისას, როცა ყველა ჩემმა მეგობარმა დაიძინა და მე მარტო შევრჩი ლეპტოპს, რამე მსუბუქი ფილმის ნახვა გადავწყვიტე. ბევრი ვეძებე თუ ცოტა, შემთხვევით წავაწყდი ფილმს აუგუსტ რაში. სიმართლე, რომ გითხრათ პოსტერმა მიმიზიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ პოსტერზე გამოსახული ჯონათან რის მეიერსი ძალიან გავდა ჯონი კეშს, უფრო სწორად ჰოაკინ ფენიქსს, რომელმაც ჯონი კეში ითამაშა თავის მხრივ გენიალურ ფილმ “Walk the Line”-ში. შესაბამისად დავინტერესდი, ჩავრთე და პირველივე კადრებიდანვე მივხვდი, რომ ძალიან ლამაზ და კარგ ფილმს ვუყურებდი..

Ghost in the Shell

Ghost in the Shellის “მოჩვენება აბჯარში”, რომელზე ამ პოსტში იქნება საუბარი მამურო ოშის მიერ გადაღებული ფილმებია და არა მასამუნე შიროუს მანგა ან ანიმე სერიები, რომლებიც ამ მანგის მიხედვით გაკეთდა.
სიუჟეტი შორეულ მომავალში ვითარდება, როცა ტექნიკა იმდენადაა განვითარებული, რომ რობოტები და კიბორგები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. ფილმი ანტი-ტერორისტულ ორგანიზაცია “9-ე განყოფილება”-ზე და მის თანამშრომლებზე, მაიორსა, ბატოსა და იშიკავაზე მოგვითხრობს.

Tron: Legacy

Tronფილმი “ენკომის” სეო კევინ ფლინის და მისი ვაჟის სემის ისტორიას მოგვითხრობს. კევინი მოულოდნელად ქრება და სემს მარტო დარჩენა უწევს. ბავშვს და შემდგომში უკვე ახალგაზრდა სემს ძალიან აინტერესებს სად გაქრა მამამისი და მის მოსაძებნად ყველაფერს აკეთებს. მას შემდეგ რაც ფლინის ძველ საწყობს მიაგნებს, კომპიუტერული პროგრამა მას სულ სხვა, კევინ ფლინის შექმნილ რეალობაში გადაიყვანს და მთავარი მოქმედებაც ფილმისა სწორედ ამ გამოგონილი, ორობით კოდში დაწერილ სამყაროში ხდება, სამყაროში სადაც გლადიატორთა ბრძოლები და მოტოშეჯიბრებები იმართება და სადაც მომხმარებლები (ე.წ. იუზერები) მთავარი უზურპატორები არიან.

In Time

In Time2161 წელს გენეტიკური ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ კაცობრიობამ შეწყვიტა დაბერება და ისინი გამოიყურებიან ზუსტად ისევე, როგორც 25 წლის ასაკში გამოიყურებოდნენ. სამაგიეროდ მათ განსაზღვრული აქვთ დრო, თუ რამდენ ხანს უნდა იცხოვრონ. წამზომი მარცხენა ხელზეა მოთავსებული.ყველაფერი ამ რეალობაში დრო ღირს. ტელეფონით დარეკვა 1 წუთი, ყავა 4 წუთი და.ა.შ. მთავარი გმირი უილ სალასი გეტოში, საოცრად ღარიბ კვარტალში ცხოვრობს დედასთან ერთად, გეტოში სადაც ყოველ წამს გიწევს ბრძოლა სასიცოცხლო დროისთვის და უბრალო ძილიც კი ტანჯვად გაქვს გცეული, რადგან იცი, რომ გულიანად დაძინების შემთხვევაში შეიძლება წამზომი გაგინულდეს და სიცოცხლეს გამოესალმო.

Claymore

ClaymoreClaymore ნორიჰიო ჰიოგის მანგის მიხედვით გადაღებული, 26 ეპიზოდიანი, დარქ ფენტეზი ჟანრის ანიმე გახლავთ, რომლის რეჟისორიც ჰიროუკი ტანაკაა. Claymore- სიტყვა გალურიდან (ძველი შოტლანდიური) მოდის და აღნიშნავს შუა საუკუნეებში გავრცეკებულ Two handed ხმალს, რომელთაც ძირითადად მძიმედ შეაბჯრული ქვეითი რაინდები იყენებდნენ. ანიმეს პერსონაჟებიც სწორედ ასეთი ხმლებით შეიარაღებულნი ნადირობენ იომებზე – მონსტრებზე, რომლებიც ადამიანებით იკვებებიან.

Knocking on Heaven’s Door

Knocking on Heaven's Doorრა დაიწყო?! ჩემი მოყოლა რად გინდათ, თვითონაც გადასარევად იცით მარტინ ბრესტისა და რუდი ვურლიცერის, სასიკვდილოდ განწირული ორი ადამიანის ისტორია. ისიც იცით თუ როგორ ლაპარაკობენ ცაში მხოლოდ ზღვაზე. სასაცილო განგსტერების, აბდულის და ჰენკის ისტორიაც მშვენივრად მოგეხსენებათ და გატაცებული მერსედესი და მილიონი დოლარიც არ გაგაკვირვებთ. თუ არ იცით და სირცხვილი თქვენ. რას ეტყვით ანგელოზებს სამოთხეში (ან ეშმაკებს ჯოჯოხეთში, ან იმ ტიპებს რომლებიც, სიკვდილის შემდეგ აუცილებლად დაგხვდებიან სადმე, იმისდა მიხედვით თუ რისი გწამთ), ”ზღვაზე როგორ არ ვარ ნამყოფი, ზაფხულობით პლაჟზე ვიწექი და ზაგარს ვიღებდი, მაგრამ, რა ფილმზე ამბობთ, წარმოდგენაც კი არ მაქვსო?!”. დაგცინებენ მეგობრებო. წარმოუდგენელ ლოხებად ჩაგთვლიან და დამიჯერეთ, როგორც დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე დავით გოგიჩაიშვილი იტყოდა ”ტეხავს, აი პროსტა რომ ტეხავდეს არაუშავს, მაგრამ ძალიან ტეხავს”.

Avalon

Avalonის ავალონი, რომელზეც ამ პოსტში მექნება საუბარი სულაც არ გახლავთ მითიური კუნძული, რომელზეც ლეგენდების თანახმად ექსკალიბური გამოჭედეს და სადაც მეფე არტური იქნა დაკრძალული. ამ შემთხვევაში ავალონი თამაშია. არალეგალური ვირტუალ-რეალითი მილიტარი RPG, სადაც გარდა იმისა, რომ ფულს შოულობ დიდი შანსია ტვინი დაგიზიანდეს და სამუდამოდ საწოლს მიჯაჭვული დარჩე.
2001 წელს გენიალურმა იაპონელმა რეჟისორმა მამორუ ოშიმ “ავალონი” გადაიღო. არცთუ ისე შორეული მომავალი, ქვეყანაში მასობრივი დეპრესიაა, ერთადერთი რამ რითაც შეიძლება თავი გაიტანო და შიმშილით არ მოკვდე, სწორედ ზემოთხსენებული თამაშია.

Battle Royale

Batle Royaleმოდით ნაღდ, ეროვნულ, იაპონურ თრეშზე ვისაუბროთ ამ პოსტში. აი ისეთზე, სახეზე შეყინული ემოციებით, უაზრო წივილ-კივილით და ბევრი სისხლით რომ არის გაჯერებული, მაგრამ ჯამში მაინც საკაიფო რამე გამოდის.
მაშ ასე: თქვენს წინაშეა 2000 წელს, იმავე სახელწოდების ნოველის მიხედვით, კინძი ფუკასაკუს მიერ გადაღებული ფილმი “Battle Royale”
რის “Hunger Games” ხალხო, რა “Hunger Games”, ვინ უილიამ გოლდინგი, რა ბუზთა ბატონი. მიხვდით ალბათ, ამ ფილმშიც დაახლოებით მსგავსი სცენარია. 9-ე კლასელები უკაცრიელ კუნძულზე გადაჰყავთ, სადაც ისინი, მათი ნების საწინააღმდეგოდ თამაშ Battle Royale-ში იღებენ მონაწილეობას. თამაშის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თანაკლასელებმა ერთმანეთი უნდა დახოცონ, რათა საბოლოოდ ერთი გამარჯვებული დარჩეს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s