100 Painters

Zdzisław Beksiński

Beksinskiვინ იფიქრებდა, რომ 1929 წლის 24 თებერვალს, საშუალოსტატისტიკურ პოლონურ ოჯახში დაბადებული პატარა ბიჭი, წლების შემდეგ XX საუკუნის პოლონური და ზოგადად ევროპული მხატვრობის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი გახდებოდა. მხატვარი, რომელმაც საოცარი ფერებით და ხატვის ტექნიკით გააცოცხლა და გადმოსცა აბსოლუტურად ყველა ის საშინელება რაც ჯერ კიდევ მის ბავშვობაში პოლონეთს თავს დაატყდა.

Nearly Dead Astronauts

Red Astronaut
ჯერემი გედე წელს აღმოვაჩინე. პირველ რიგში რამაც მიმიზიდა მის ნახატებში არის თემატიკა. კოსმონავტები, მითუმეტეს გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი, მიტოვებული და მომაკვდავი კოსმონავტები ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. გარდა ამისა ხატვის სტილი, თავიდან მიჭირდა კიდეც გარჩევა კომპიუტერული გრაფიკა იყო ნახატი, თუ ხელით შესრულებული. უმეტესობა მისი ნამუშევრებისა ზეთის საღებავებითაა დახატული და დღემდე მაოცებს ის, თუ როგორ შეუძლია ჯერემის ასეთი რეალისტური ნამუშევრები შექმნას ტილოზე.

სამუელ არაია – Sci-fi/Horror

Walker of the Wastelandმინდა გაგაცნოთ სამუელ არაია. 24 წლის აბსოლუტურად დამთხვეული პარაგვაელი მხატვარი. ხატავს Sci-Fi/Horror “ჟანრის” ნახატებს. მისი ყველა ნახატი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ადამიანი იმ სამყაროში ცხოვრობს რასაც ხატავს. მისი ნებისმიერი ტილო სრულად შეგაგრძნებინებთ თუ რას გრძნობს მარტოსული და დათრგუნული ადამიანი პოსტ-აპოკალიპტიკურ გარემოში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამუელმა უკვე გაიარა ბირთვული ზამთარი და ფუნჯით და ტილოთი გადაღებულ ფოტოსურათებს გვანახებს.

უეინ მილერი – Sci-Fi/Fantasy/Horror

Treasureტექნოლოგიურად სუპერგანვითარებულ სამყაროში, სადაც კომპიუტერები უფრო ჰუმანოიდურები არიან, ადამიანები კი პირიქით, მოხეტიალე სულებისა და პოსტ აპოკალიპტიკური გარემოს შექმნისთვის მილერი ძალ-ღონეს არ იშურებს. საკმაოდ წინაა წამოწეული რელიგიის თემატიკაც, ძირითადად ქრისტეს ვარიაცები შორეულ მომავალში.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მილერს ძალიან კარგად გამოსდის ფერთა შეხამება. მისი არცერთი ნახატი არ არის ზედმეტად გადატვირთული და საკმაოდ სასიამოვნო დასათვალიერებელია.

Ted Nasmith and Tolkien’s Magical World

Eolნესმითის 4 ნახატი მოხვდა 1987 წელს გამოცემულ კალენდარში, რომელიც ტოლკინის ნაწარმოებების თემატიკაზე იყო აგებული, შემდგომში ეს ფაქტი თითქოსდა ტრადიციად ჩამოყალიბდა და 1990, 2002, 2003, 2004 და 2009 წლის კალენდრები მთლიანად ტედის ნახატებისგან შედგება. ტედ ნესმითის, ალან ლის და ჯონ ჰოუვის დახატულია აგრეთვე ფილმ ტრილოგიის “ბეჭდების მბრძანებლის” დეკორაციებიც.
გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მხატვარია, ნესმითი კარგი მუსიკოსიც გახლავთ. ჩაწერილი აქვს ორი სტუდიური ალბომი: The Hidden Door: Songs in the Key of Enchantment და Beren and Lúthien: A Song Cycle. გახლავთ The Tolkien Ensemble- ის წევრების ახლო მეგობარი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s