ლურჯი ყვავილები

რაიმონ კენო – ლურჯი ყვავილები

The Blue Flowers

პირველი წიგნი, რომელიც ჩემი წიგნების ასეულს დაუდებს სათავეს კენოს “ლურჯი ყვავილებია.”  სულ რაღაც ნახევარი საათის წინ მოვრჩი კითხვას და მინდა ვთქვა, რომ საოცარი სიამოვნებაც მომანიჭა. ძალიან საინტერესოდ დაწერილი რომანია (ნუ ფრანგებს საინტერესოდ წერა რომ ეხერხებათ ეგ არახალია) და თარგმანიც მშვენივრად გამოუვიდა მაია ქაცანაშვილს. არ ვიცი ვისაც გაქვთ წაკითხული, რამდენად დააკავშირეთ, მაგრამ ჩემთვის პირადად ეს წიგნი ჩჟუან ცზის და პეპლის ისტორიაზე გაკეთებული ძალიან ცინიკური ალუზიაა. ოღონდ აქ მთავარ როლებში არა მიხრწნილი ჩინელი ფილოსოფოსი და გაურკვეველი წარმომავლობის მწერი, არამედ მეოცე საუკუნის შვილი სიდროლენი და 13-ე საუკუნეში, ლუი მეცხრის დიდგვაროვანი ბარონი დ’ოჟი გვევლინებიან და მათაც ვერ გაურკვევიათ რომელ მათგანს, რომელი ესიზმრება.

დაწვრილებით ნაწარმოების სიუჟეტის განხილვას არ მოვყვები, უბრალოდ გეტყვით, რომ წიგნი ძალიან ბევრ სასაცილო (ჩაბჟირებამდე ა.შ.) ამბავს გიამბობთ და სასიამოვნო დროს გაგატარებინებთ.

ესეც ასე: ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!

მნიშვნელოვანი პ.ს. წიგნი შეგიძლიათ შეიძინოთ სანტა ესპერანსასა (სანქტ პეტერბურგის 12) და ექს ლიბრისში (ალ. ყაზბეგის 24)

9 thoughts on “ლურჯი ყვავილები

  1. მოლი ღრმად გახარებულია :) მშვიდობაში, ახალი ბლოგი!

    კარგია, ახალ და საინტერესო წიგნებზე წავიკითხავ ხოლმე :)

    ჩჟუან ძის და პეპლის ისტორია კი ვიცი :) აქამდე, ოდნავ გადამეტებული მეგონა. ვნახოთ, წიგნი როგორი იქნება. და ქართული თარგმანი სად მოვიძიო?

  2. აი, არ ვიცოდი. ხომ ვამბობ, ამ ბლოგზე ლიტერატურულ სიახლეებს გავიგებ მეთქი :)

    ავატარია უმაგრესი და სახელი – კიდევ უკეთესი. აზიმოვი და კლარკი? :)

    • :) :)

      ავატარი ძალიან მიყვარს. აიზეკ კლარკი დიახ. აზიმოვის და კლარკის ნაჯვარია. dead space – ის მთავარ პერსონაჟს ჰქვია და იმდენად მომეწონა, რომ ცდუნებას ვერ გავუძელი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s