Zdzisław Beksiński

Beksinski

ვინ იფიქრებდა, რომ 1929 წლის 24 თებერვალს, საშუალოსტატისტიკურ პოლონურ ოჯახში დაბადებული პატარა ბიჭი,

წლების შემდეგ XX საუკუნის პოლონური და ზოგადად ევროპული მხატვრობის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი გახდებოდა. მხატვარი, რომელმაც საოცარი ფერებით და ხატვის ტექნიკით გააცოცხლა და გადმოსცა აბსოლუტურად ყველა ის საშინელება რაც ჯერ კიდევ მის ბავშვობაში პოლონეთს თავს დაატყდა.

შემზარავია მარტო ის სურათი, თუ როგორ თამაშობს 14 წლის ზდისლავი 1941 წელს განადგურებულ საბჭოთა ბუნკერთან ნაღმებით. ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია და პირველი პერიოდი ბეკსინსკის შემოქმედებაში (1968- 1983) აშკარად გამოირჩევა დამთრგუნველი, მძიმე თემატიკის ნახატებით. თუმცაღა არც შემგდომ წლებში შექმნილი ფერწერული ტილოებია მაინცდამაინც ნათელი და დადებითი ემოციებით სავსე, მაგრამ პოსტ-აპოკალიპტური რეალიზმი განსაკუთრებით მაინც ზემოთაღნიშნული პირველი ეტაპისას შექმნილ ნახატებს გასდევს ფონად.

მხატვარმა ცხოვრებაც ისევე დაასრულა, როგორ ტილოებსაც ქმნიდა. ის 2005 წელს საკუთარ სახლში დანით აჩეხილი იპოვეს.

პ.ს. ვინაიდან მე პირადად ვერცერთ სურათს ვერ ამოვარჩევ, რომ აქ დავდო (იმდენად მომწონს ყველა მათგანი), მოგიწოდებთ შეისეირნოთ ქვემოთ მოცემულ ლინკზე და თქვენ თვითონვე დაათვალიეროთ, ამ მართლაც გენიალური მხატვრის შემოქმედება.

http://beksinski.dmochowskigallery.net/galeria_past.php?lang=e
პ.პ.ს. ამ პოსტში საუბარი იყო მხატვარ ბეკსინსკიზე, სკულპტორი და ფოტოგრაფი ბეკსინსკი ცალკე პოსტებს იმსახურებს.

8 thoughts on “Zdzisław Beksiński

  1. მე არც ერთ ბეკსინსკის ვიცნობდი. საინტერესო კი ჩანს, მადლობა გაცნობისთვის

  2. ორივე პოსტი მშვენიერია! კარგი სტარტია :) ვატყობ ხშირი სტუმარი ვიქნები :)

  3. 1–2 წლის წინ მაჩვენა დარიუსმა ზდისლავის ნახატები, ძალიან შთამბეჭდავია

    პ.ს. მიხარია შენი ბლოგი

  4. როგორც ვიცი, ნამუშევრების ნაწილი თვითონვე გაანადგურა, არავისთვის უჩვენებია. (ისე, პოსტ-აპოკალიპტიკა საუკეთესო tagია :) )

    • კი დიდი ნაწილი თან. პოსტ-აპოკალიპტიკია კარგი ტეგია ნამდვილად. :) თუ წერ მგსავს თემატიკაზე . :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s