Tales From Earthsea

Tales From Earthsea

Tales From Earthsea

ეს პოსტი ანიმეს მოყვარულებს გაახარებს, თუმცა არამარტო მათ, ნებისმიერს, ვინც სილამაზეს აფასებთ და ჰაიაო მიაძაკის ერთი ფილმი მაინც გინახავთ.

Tales From Earthsea (ვიკიპედიას Earthsea ხმელეთზღვად უთარგმნია და მოდი ამიერიდან მეც ეგრე მოვიხსენიებ) 2006 წელს, ურსულა ლეგუინის წიგნების სერიის  A Wizard of EarthseaThe Tombs of AtuanThe Farthest Shore და Tehanu-ს მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმია. სახელი კი იმავე ლეგუინის 2001 წელს გამოცემული მოკლე მოთხრობების კრებულის სათაურის მიხედვით ეწოდა.

პოსტის დასაწყისში ჰაიაო მიაძაკი ტყუილად არ მიხსენებია. ანიმეზე სერიოზული გავლენა მოახდინა მისმა მანგამ The Journey of Shuna. ჰაიაო, ურსულა და კეიკო ნივა ფილმის სცენარისტებიც გახლავან.

ახლა კი მთავარი! ფილმის რეჟისორი (თავის დროზე მას ლეგუინმა უთხრა, რომ: “ეს არ არის ჩემი წიგნი, ეს არის შენი ფილმი”) გახლავთ გორო მიაძაკი. დიახ, არ მოგეყურათ, გორო მიაძაკი. ბატონი გორო გახლავთ ზემოთხსენებული ჰაიაოს ძე და ამ ანიმეს ნახვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ნამდვილად ურჩევნია მამულს, რომ შვილი მამას სჯობს.

ფილმი ძალიან კარგად არის დახატული, განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას და აღფრთოვანებას დრაკონთა სცენები ახდენს. მე პირადად მაჟრჟოლებდა, როცა ფილმის დასაწყისშივე დრაკონთა ბრძოლას ვუყურებდი. როგორც უმეტესობა მამის გადაღებული ანიმეებისა, გოროს ნამუშევარიც ძალიან რთულ და ზოგადსაკაცობრიო თემებს ეხება და ამას ისე ლამაზად აკეთებს, რომ ერთი წამითაც კი არ გრჩება გაღიზიანებისა თუ უკმაყოფილების შეგრძნება.

მოკლედ თუ არ გინახავთ ეს კარგი ანიმე, აუცილებლად ნახეთ, მერწმუნეთ არაფერს დაკარგავთ, პირიქით შეიძენთ და 100 წუთის განმავლობაში დიდ სიამოვნებსაც მიიღებთ.

პ.ს. გორო მიაძაკიმ მეორე ანიმეც გადაიღო, From up on Poppy Hill, რომელიც ჯერ სამწუხაროდ არ მინახავს (ტორენტებზე ვერ მოვიძიე სამწუხაროდ). როგორც კი ვნახავ კვლავ განვაგრძობ საუბარს ისეთ კარგ რეჟისორზე, როგორიცაა გორო ჰაიაოს ძე მიაძაკი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s