სამუელ არაია – Sci-fi/Horror

Circle

მინდა გაგაცნოთ სამუელ არაია. 24 წლის აბსოლუტურად დამთხვეული პარაგვაელი მხატვარი. ხატავს Sci-Fi/Horror “ჟანრის” ნახატებს. მისი ყველა ნახატი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ეს ადამიანი იმ სამყაროში ცხოვრობს რასაც ხატავს. მისი ნებისმიერი ტილო სრულად შეგაგრძნებინებთ თუ რას გრძნობს მარტოსული და დათრგუნული ადამიანი პოსტ-აპოკალიპტიკურ გარემოში. იქმნება შთაბეჭდილება, რომ სამუელმა უკვე გაიარა ბირთვული ზამთარი და ფუნჯით და ტილოთი გადაღებულ ფოტოსურათებს გვანახებს.

რამოდენიმე სურათს აქ დავდებ, დანარჩენები შეგიძლიათ მის გალერეაში დაათვალიეროთ. მაინცდამაინც სუსტი ნერვების ადამიანები ნუ შეიხედავთ, შეიძლება ცოტა მძიმედ იმოქმედოს არაიას შემოქმედებამ თქვენს ნერვულ უჯრედებზე. კეთილი რჩევა: ჩემს ფსიკიკაზე უკვე იმოქმედა

პ.ს. პოსტი მოკლეა და ეს ასეც იყო საჭირო. მალე ბირთვული ზამთარი დადგება და გრძელი პოსტების წერის დრო აღარ გვექნება, შესაბამისად თადარიგს ვიჭერ.

no blind eyes can see

Atlas of the walking dead

Open Wound

Walker of the Wasteland

4 thoughts on “სამუელ არაია – Sci-fi/Horror

  1. დამაინტერესა მისმა ნახატებმა, პატარა ვარსკვლავები სურათის ბოლოს მომხვდა ყველაზე მეტად თვალში :)

  2. საინტერესო და საშიში. იმპრესიონისტები უნდა დაათვალიერო, მერე უცებ არაიაზე გადახვიდე და ეფექტი გარანტირებულია :)

    • იწვევს ემოციებს.. კარგი მხატვარია. საერთოდაც 21-ე საუკუნეში წამოსული ფანტასტიკური რეალიზმი + საი-ფაი + ჰორორი ძალიან კარგად ვითარდება… კარგი ფანტაზიის უნარი აქვს ხალხს.. :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s