ჰაკიმ ბეი – პოეტური ტერორიზმი და არამარტო

Hakim Beyპიტერ ლემბორნ უილსონი იგივე ჰაკიმ ბეი 1945 წელს დაიბადა. კოლუმბიის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იმოგზაურა ახლო აღმოსავლეთში, ავღანეთში, პაკისტანში ინდოეთსა და ნეპალში. დასავლეთ ბენგალიაში სწავლობდა ტანტრას, ნახა და გაიცნო ბევრი სუფისტური ტაძარი თუ მოძღვარი. 1974-1975 წლებში იყო ლონდონსა და თეირანში გამართული World of Islam Festival-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი. თეირანში მომხდარი რევოლუციის შემდეგ მან ირანი დატოვა.

1980-ებში ჰაკიმ ბეიმ პროექტ აუტონომედიაზე მუშაობისას გამოთქვა იდეები რომელიც ნეო-ტრადიციონალიზმისა და ანარქიზმის, სუფიზმთან და ნეოპაგანიზმთან ნაზავს წარმოადგენდა.

მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია Temporary Autonomous Zones, სწორედ ამ კრებულშია ის თავი რომელზეც ამ პოსტში მინდოდა მესაუბრა.

პოეტური ტერორიზმი (PT) მანიფესტი გახლავთ, სადაც ბეი მოუწოდებს პოეტებს გახდნენ ტერორისტი პოეტები. აი ციტატაც მანიფესტიდან:

უცნაური ცეკვები სადღეღამისო კომპიუტერულ ბანკებში. არავტორიზებული პიროტექნიკური ეფექტები [აფეთქებები]. ლენდ-არტი, ნამუშევრები მიწაზე, როგორც ექსცენტრული უცხო არტეფაქტები – მიმოყრილი სახელმწიფო პარკებში. შეიჭერით სახლებში ყაჩაღებივით, მაგრამ რამის მოპარვის[წამოღების] ნაცვლად – დატოვეთ პოეტურ-ტერორისტული ობიექტები. გაიტაცეთ ვინმე და გააბედნიერეთ. შეარჩიეთ ნებისმიერი გამვლელი და ახარეთ რომ მას მემკვიდრეობით ერგო წარმოუდგენელი, უდიდესი და ყოვლად გამოუსადეგარი ქონება: მაგალითად, 5000 კვადრატული მილი ანტარქტიდაზე, ან ცირკის ბებერი სპილო, ობოლთა სახლი ბომბეიში, ან ალქიმიური მანუსკრიპტების კოლექცია. მოგვიანებით ისინი გააცნობიერებენ რომ თუნდაც რამდენიმე წამის განმავლობაში მათ სჯეროდათ რაღაც ექსტრაორდინალური,ს და შესაძლოა ამის შედეგად ისინი შეეცდებიან იპოვონ არსებობის უფრო საინტერესო, ინტენსიური ფორმა.

ჩემი აზრით PT ყველაზე სისხლის ამაჩრქოლებელი და იდეური მანიფესტია რაც ოდესმე ვინმეს დაუწერია. მეტად სერიოზული გავლენა მოახდინა ტექსტმა ჩემზე, სამწუხაროა რომ არც პოეტი ვარ არც ხელოვანი.

ტექსტის ქართული თარგმანის ავტორია ზურა ჯიშკარიანი (ზომბი) და მისი წაკითხვა შეგიძლიათ ზომბის ბლოგზე. ზომბმა TAZ რამოდენიმე თავი კიდევ თარგმნა, რომლის ლინკებიც პოსტის ბოლოს აქვს მითითებული.

თუ ორიგინალში გნებავთ წაკითხვა, მაშინ აგერ ბატონო: T.A.Z.

4 thoughts on “ჰაკიმ ბეი – პოეტური ტერორიზმი და არამარტო

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s