იამომოტო ცუნემოტო – ჰაგაკურე

yamamoto hagakure

 “ჰაგაკურე” ასევე ცნობილი, როგორც “სამურაის წიგნი” იამომოტო ცუნემოტომ, დაიმიო ნაბეშიმა მიცუშიგეს ყოფილმა სამურაიმ შექმნა. მიცუშიგეს სიკვდილის შემდეგ ცუნემოტოს ჰქონდა ორი არჩევანი: ან ჩაეტარებინა რიტუალური თვითმკვლელობა ჯუნში, ან გამხდარიყო რონინი, თავისუფალი სამურაი. მან ეს უკანასკნელი აირჩია და უკაცრიელ მონასტერში განრიდებულმა შექმნა “ფოთლების ჩრდილში” ნაამბობი წიგნი, რომელიც ჭეშმარიტი სამურაის ცხოვრების წესსა და მოვალეობებზე მოგვითხრობს.
განსაკუთრებულ მომხიბვლელობას წიგნს სძენს ის, რომ “ჰაგაკურე” რონინის დაწერილია, შესაბამისად წიგნში დეტალური სიზუსტითაა გადმოცემული თუ როგორ უნდა იცხოვრობს ნამდვილმა სამურაიმ, რა მოვალეობები აქვს მას და როგორ უნდა იყოს მზად ის ნებისმიერ მომენტში სიკვდილისათვის.
ცუნემოტო იმდენად იდეალურად აღწერს სამურაის ცხოვრებას, რომ ნებისმიერ მკითხველს სურვილი უჩნდება იცხოვროს მის ეპოქაში და თვითონაც განიცადოს ის, რასაც ეს ჭეშმარიტი მეომრები და საოცარი ფსიქოლოგიის ხალხი განიცდიდნენ. აბსოლუტური მორჩილება დაიმიოსადმი, ყოველწამიერი მზადყოფნა სიკვდილისათვის, სამურაის ღირსება და კატანის სიწმინდე ყოველ თქვენთაგანს გადაისვრის იმ რომატნიკულ და მიმზიდველ სამყაროში, რომლის შვილიც იამამოტო ცუნემოტო გახლდათ.
პირადად მე ამ წიგნმა ბევრი რამ მასწავლა და დამაფიქრა იმ საკითხებზე, რომლებსაც “ჰაგაკურეს” წაკითხვამდე ან საერთოდ არ, ანაც ძალიან მსუბუქად აღვიქვამდი. იმედი მაქვს, რომ წაკითხვის შემდეგ თქვენც გაანალიზებთ და სხვანაირად, უფრო სწორად სამურაის თვალით შეხედავთ სამყაროს. ეს პოსტიც ზუსტად ამას ემსახურება.

პ.ს. ქართულად წიგნი ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა 2011 წელს. მე არ მომეძევება ბმულები სადაც მის წაკითხვას მშობლიურ ენაზე შეძლებთ. საუკეთესო გამოსავალი იქნება ლიგამუსში ან სანტა ესპერანსაში მიბრძანება და წიგნის შეძენა. იმასთან შედარებით რასაც ნაწარმოები მოგცემთ, ფასი ნამდვილად მიზერულია

6 thoughts on “იამომოტო ცუნემოტო – ჰაგაკურე

  1. ძალიან მიყვარს ეს წიგნი. წიგნის წინა ფესტივალზე აღმოვაჩინე.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s