ჩინგიზ აიტმატოვი – თეთრი ხომალდი

Chingiz Aytmatovჩინგიზ აიტმატოვი ჩემთვის და არამარტო ჩემთვის, ერთ-ერთი საუკეთესო საბჭოთა მწერალია. ნამდვილად გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ მას ნობელის პრემია არ აქვს ლიტერატურაში, თუნდაც იმისთვის, რომ გააცნო და შეაყვარა ხალხს ყირგიზეთი, ყირგიზული კულტურა და ჩვენამდე მოიტანა სტეპის სული.

აიტმატოვს მეტად საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა. 8 კლასდამთავრებულმა ბიჭმა ჯამბულის ტექნიკუმი უმაღლესი შეფასებით დაასრულა. 1952 წელს მოთხრობების ყირგიზულ ენაზე გამოქვეყნება დაიწყო. 1986 წელს დააარსა ისიყ-ყულის ფორუმი, პირველი არაფორმალური ინტელექტუალური გაერთიანება სსსრ-ში. 1990-1994 წლებში საბჭოთა კავშირის ელჩი იყო ლუქსემბურგში. 1994-2008 წლებში, ანუ სიცოცხლის ბოლომდე იყო ყირგიზეთის ელჩი საფრანგეთსა და ბენილუქსის ქვეყნებში.

ნაწარმოები, რომელზეც ამ პოსტში მინდა გესაუბროთ 1970 წელს გამოქვეყნდა. “თეთრი ხომალდი” აიტმატოვის ერთ-ერთი საუკეთესო რომანია. სიუჟეტი ვითარდება პატარა ბიჭუნას ირგვლივ, რომელიც აბსოლუტურად გაუცხოებულ გარემოში ცხოვრობს. დედამ მიატოვა, მამა გემზეა. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც აბსოლუტურად ესმის ბიჭი და მეტიც მისი ნამდვილი მეგობარია, ბიჭის ბაბუაა. ბებია, დეიდა, ბიძა (დეიდის ქმარი, მთავარი ანტაგონისტი) საერთოდ ვერ აღიქვამენ თუ რა დიდი სულიერი სამყარო აქვს ბავშვს და მეტიც, სულელად თვლიან მას. არადა ბიჭი საოცრად გონებაგახსნილი და ფანტაზიის უნარით დაჯილდოვებული ადამიანია.

დამთრგუნველია იმის კითხვა, თუ როგორ ერთი მეორის მიყოლებით ენგრევა ბიჭუნას ოცნებები, როგორ უჭირს უმამოდ ცხოვრება და რას გრძნობს, როცა მისი ერთადერთი და საფიცარი ბაბუაც კი დაეცემა სულით.

მოკლედ ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ წიგნმა. ნებისმიერს გირჩევთ წაკითხვას ან გადაკითხვას თავიდან. ისიამოვნებთ და კიდევ ერთხელ იგრძნობთ ისიყ-ყულის ტბიდან მობერილ სუფთა ჰაერს.

პ.ს. “თეთრი ხომალდი” ქართულად ბოლოს 1986 წელს გამოიცა. ბუკინისტებს ალბათ ექნებათ. რუსულად კი შეგიძლიათ წაიკითხოთ ლიბ.რუ-ზე

პ.პ.ს. 2009 წელს ყირგიზეთში გამოუშვეს მარკა, რომელიც ჩინგიზ აიტმატოვს ეძღვნებოდა. აი ისიც:
Aytmatov

2 thoughts on “ჩინგიზ აიტმატოვი – თეთრი ხომალდი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s