უეინ მილერი – Sci-Fi/Fantasy/Horror

Treasure Hunter's Luck

უეინ მილერი 45 წლის ამერიკელი მხატვარია. ძირითადად მოღვაწეობს სამეცნიერო ფანტასტიკისა და ჰორორის ჟანრში, თუმცა რამოდენიმე ფენტეზის სტილში შესრულებული ტილოც აქვს. მილერი საკმაოდ პოპულარულია ა.შ.შ.-ში, ძირითადად ხატავს სხვადასხვა გამომცემლობებისა (როგორებიცაა Dark Regions Press, Tor/Forge, Marietta Publishing, Crossroads Press, LORE Publishing, and Orson Scott Card’s Intergalactic Medicine Show…) და როლური თამაშების მწარმოებელი კომპანიებისთვის.
ტექნოლოგიურად სუპერგანვითარებულ სამყაროში, სადაც კომპიუტერები უფრო ჰუმანოიდურები არიან, ადამიანები კი პირიქით, მოხეტიალე სულებისა და პოსტ აპოკალიპტიკური გარემოს შექმნისთვის მილერი ძალ-ღონეს არ იშურებს. საკმაოდ წინაა წამოწეული რელიგიის თემატიკაც, ძირითადად ქრისტეს ვარიაცები შორეულ მომავალში.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ მილერს ძალიან კარგად გამოსდის ფერთა შეხამება. მისი არცერთი ნახატი არ არის ზედმეტად გადატვირთული და საკმაოდ სასიამოვნო დასათვალიერებელია.

გარდა ფერადი ნახატებისა მილერს საკმაოდ ბევრი შავ-თეთრი ტილოც შეუქმნია. და მინდა ვთქვა, რომ არანაკლებ საინტერესო დასათვალიერებელია მისი შავ-თეთრი გალერეა.

პ.ს. ტრადიციულად პოსტის ბოლოს რამოდენიმე, ჩემთვის გამორჩეულ ნახატს დავდებ, დანარჩენები შეგიძლიათ მისსავე საიტზე დაათვალიეროთ.

cain and abel

full_golgotha

full-vortex

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s