სტივენ ჰოუკინგი – დროის მოკლე ისტორია

Brief History of Time 21 წლის ასაკში სტივენ ჰოუკინგს ექიმებმა საზარელი დიაგნოზი დაუსვეს: გაფანტული სკლეროზი. დაავადება, რომლის დროსაც მოძრაობაზე პასუხისმგებელი ნეირონები კვდება და ბოლოს ეს პაციენტის სიკვდილსაც იწვევს. თან გააფრთხილეს, რომ 2 წლის სიცოცხლეღა დარჩენოდა. ეს 1963 წელს მოხდა. მას შემდეგ 48 წელი გავიდა. დღეს ჰოუკინგი წამყვანი ასტროფიზიკოსი და კოსმოლოგისტია, Royal Society of Arts წევრი და სამუდამო წევრი Pontifical Academy of Sciences-სა. 2009 წელს კი ა.შ.შ-ს უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო: Presidential Medal of Freedom-იც კი მიიღო.

“დროის მოკლე ისტორია. დიდი აფეთქებიდან შავ ხვრელებამდე” ჰოუკინგმა 1988 წელს დაწერა. მასში იგი არამეცნიერული ენით მოგვითხრობს სამყაროს წარმოშობასა და ევოლუციაზე. წიგნი იმდენად მარტივად იკითხება, რომ ნებისმიერ, კოსმოლოგიაში აბსოლუტურად გაუნათლებელ ადამიანსაც კი არ გაუჩნდება დაბნეულობისა თუ გაუცხოების შეგრძნება.

“თანამედროვე დართ ვეიდერის” (მოგეხსენებათ მას ტრაქეა ამოაჭრეს და ლაპარაკი არ შეუძლია, შესაბამისად იგი სპეციალური კომპიუტერის საშუალებით საუბრობს, რომელიც ადამიანის ხმის სინთეზირებას ახდენს) ამ მართლაც შესანიშნავი წიგნის ქართულად თარგმნა და გამოცემა “ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის” დამსახურებაა. არ მომეპოვება ზუსტი ცნობები, მაგრამ წესით წიგნის შეძენა ლიგამუსში უნდა შეძლოთ.
ორიგინალში მისი წაკითხვა ამ ლინკზე შეგიძლიათ, ესეც ბმული რუსული ვარიანტისთვის.

პ.ს. სტივენ ჰოუკინგის ოცნება ყოველთვის იყო გამოეცადა უწონადობის მდგომარეობა. 2007 წელს მას ეს ოცნება აუსრულა კორპორაცია “ნულოვანი გრავიტაცია”-მ.

zero gravity

7 thoughts on “სტივენ ჰოუკინგი – დროის მოკლე ისტორია

  1. კაცი ეგ ყოფილა!

    თაკო ახსენებს ხოლმე მაგნუმში ამ წიგნს ხშირად. არ წამიკითხავს და მოვიძიებ ლიგამუსში აუცილებლად. ისე, თავის დროზე, პოპულარულ ფიზიკაზე და ასტრონომიაზე აზიმოვის წიგნები გამოვზიდე საჯაროდან. რამდენიმე ჰქონდათ, ოღონდ, ინგლისურად.

    • მე მაინტერესებს ძალიან აზიმოვის საიენს პოპულარ სერია.. აი ინგლისის ისტორია, რომის ისტორია და რაღაცეები რომ აქვს დაწერილი.. :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s