Who watches the Watchmen?!

Rorschachდღეს კომედიანი კიდევ ერთხელ მოკლეს ნიუ იორკში. ვიღაცამ იცის რატომ… ვიღაცამ იცის…

2009 წელს ზაკ სნაიდერმა, ალან მურის კომიქსის მიხედვით შექმნა ფილმი, რომელმაც ჩემი (და არამარტო ჩემი) ცხოვრება 180 გრადუსით შემოატრიალა. არადა ერთი შეხედვით თითქოსდა არაფერი. ჩვეულებრივი, საშუალოსტატისტიკური კომიქსის პერსონაჟები, სუპერძალების მქონე არსებები, რომლებიც  სამყაროს გადარჩენას ცდილობენ “ბოროტი ბიძიებისგან”. ჯერ მარტო სახელებს შეხედეთ: მის იუპიტერი, კაპიტანი მეტროპოლისი, დოქტორი მანჰეტენი… მაგრამ ფილმს ჯერ ჩვენი არ ეშინია, რადგანაც მისი ჭეშმარიტი სახე არ გვინახავს.
სინამდვილეში ყველაფერი რადიკალურად განსხვავდება იმისგან რასაც DC-მ და Marvel-მა შეგვაჩვიეს. ჩვენს წინაშეა ამერიკის პარალელური ისტორია, მესამედ არჩეული პრეზიდენტი ნიქსონი, ანტიუტოპიური გარემო, ბირთვული ომის მოლოდინი და განუწყვეტელი შიში. ამ ყველაფერს რორშახის საოცარი ხმა ერთვის, რომელიც თავის დღიურს გვიკითხავს და ცდილობს გაიკვლიოს გზა ლაბირინთში, რომელსაც მივყავართ პასუხამდე თუ რატომ მოკლეს კომედიანი და ხომ არ ცდილობს ვიღაც დარაჯები სათითაოდ მოიშოროს თავიდან.

რეჟისორმა ძალიან მაგრად იმუშავა და მოახერხა, რომ არცერთ პერსონაჟს არ დაუკარგა ხასიათის ის შტრიხები და განსაკუთრებულობა, რაც მათ ალან მურმა შესძინა. შესაბამისად ფილმიც ძალიან საინტერესოა და არცერთი წამით არ აძლევს მაყურებელს მოწყენისა თუ ყურადღების გაფანტვის საშუალებას. ატმოსფერო იმდენად დაძაბულია, რომ ყურებისას მიჩნდებოდა შთაბეჭდილება, რომ არცერთი დეტალი არ უნდა გამომეტოვებინა და ყველაფერს მნიშვნელობა ჰქონდა. საბოლოოდ ასეც აღმოჩნდა, რაც ძალიან გამიხარდა.

მოკლედ თუ დარჩით ვინმე ისეთი ვისაც არ გინახავთ სასწრაფოდ დაქაჩეთ ფილმი და ნახეთ. სხვა თუ არაფერი საუნდტრეკების მოსმენით მაინც მიიღებთ დიდ სიამოვნებას. საიმონი და გარფანკელი, ბობ დილანი, My Chemical Romance, ლეონარდ კოენი, მოცარტი.. ეს ის კრებულია რომელსაც ერთ ფილმში მეტად იშვიათად იხილავთ, თუ საერთოდ შეგხვდათ სადმე.

პ.ს. პოსტის ბოლოს მინდოდა ტრადიციულად სურათი ჩამესვა, მაგრამ ვიდეო ვარჩიე. მაშ ასე თქვენს წინაშეა ინტრო:

 

4 thoughts on “Who watches the Watchmen?!

    • მეც მაგრად მიყვარს კომიქსები.. :)

      განსაკუთრებით ალან მურის დახატული კომიქსები

  1. ეს ფილმი ძალიან მომეწონა. კომიქსის მიხედვით რა ფილმიც არის გადაღებული იმათ შორის ეს ყველაზე მაგარია! სერიოზულია უფრო და ვერ გაიგებ ბოლოს ვინ იყო დამნაშავე ყველას თავისი გამართლება აქვს

    • ნუ ყველაზე მაგარში ვერ დაგეთანხმები. მე პირადად V for Vendetta მომწონს ყველაზე მეტად კომიქსის მიხედვით გადაღებულებიდან.

      დამნაშავე არც არავინ ყოფილა. :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s