გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა

The League Of Extraordinary Gentlemen

2003 წელს სტეფან ნორინგტონმა გადასაღებ მოედანზე გამოჩენილი ჯენტლმენები, შონ კონერი, ნასერუდინ შაჰი, პეტა უილსონი, ტონი კურანი, სტიუარტ თაუნსენდი, შეინ ვესტი, ჯეისონ ფლემინგი და რიჩარდ როქსბურგი შეკრიბა. მათი მისია ალან მურის კომიქსის მიხედვით გადასაღებ ფილმში მაღალ დონეზე თამაში გახლდათ.
ფილმის გამოჩენილ ჯენტლმენებს კი სულ სხვა მისია აკისრიათ. მათ უნდა ჩაშალონ მისტერ “მ”-ის გეგმა, რომელსაც რა გასაკვირია და მსოფლიოს დაპყრობა უნდა.
არც კომიქსი და არც ფილმი არაფრით იქნებოდა გამორჩეული სხვა მსგავს თემატიკაზე გაკეთებული სიუჟეტებისგან, რომ არა ერთი განსაკუთრებული გარემოება: მთავარი პერსონაჟები 19-ე საუკუნეში შექმნილი ნაწარმოებების გმირები არიან. ვის აღარ შეხვდებით აქ: ალან ქუოტერმანს (ჰაგარდი – სოლომონ მეფის საგანძური), ტომ სოიერს (ტვენი – ტომ სოიერის თავგადასავალი), უჩინარ კაცს (ჰერბერტ უელსი – უჩინარი კაცი), კაპიტან ნემოს (ჟიულ ვერნი – 80000კმ წყალქვეშ), მინა ჰარკერს (ბრემ სტოკერი – დრაკულა), დორიან გრეის (ოსკარ უაილდი – დორიან გრეის პორტრეტი), იშმაელს (მელვილი – მობი დიკი), დოქტორ ჯეკილს/მისტერ ჰაიდის (სტივენსონი – დოქტორი ჯეკილი და მისტერ ჰაიდი) და ბოლოს თვით პროფესორ ჯეიმს მორიარტის, ყველაზე დახვეწილ და “პროფესიონალ” ბოროტმოქმედს ლიტერატურის ისტორიაში.

გმირები მეტად საინტერესოდ არიან გაცოცხლებულნი. ყველა მათგანს შენარჩუნებული აქვს ის მთავარი თვისება, რითიც გამოირჩევიან “თავთავიანთ” ნაწარმოებებში, თუმცა ერთი ჩემთვის გულდასაწყვეტი ცვლილებაც გააკეთა რეჟისორმა. რატომღაც ფილმს დაამატა ტომ სოიერი და მითუმეტეს უკვე გაზრდილი ტომ სოიერი. რაც ჩემთვის კომიქსების ამ სერიის დიდი მოყვარულისთვის ერთდროულად გასაკვირი და გამაღიზიანებელიც იყო.
ფილმის სიუჟეტი დიდი ვერაფერი, თუმცა მეტად საინტერესო იყო თუ როგორ გააცოცხლებდა ფილმად რეჟისორი კომიქსს. სიმართლე რომ ვთქვათ ნორინგტონს ეს გამოუვიდა, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა.
საბოლოო ჯამში “გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგით” კმაყოფილი დავრჩი. თქვენც გირჩევთ, თუ ჯერ არ გინახავთ აუცილებლად გადმოქაჩეთ და ნახეთ. სხვა თუ არაფერი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თავს ბავშვობის (და არამარტო) საყვარელი პერსონაჟები და ცოტა ხნით მაინც აღმოჩნდებით მათ სამყაროში, ამჯერად ყველა მათგანთან ერთად.

5 thoughts on “გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა

  1. აუ, როდინდელი მოგონებები გააცოცხლა ამ ფილმმა ჩემში :) მადლობა პოსტისთვის!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s