August Rush

august rushმუსიკა ყველგანაა. ერთადერთი რაც საჭიროა, მისი მოსმენაა

მორიგი ღამის გათენებისას, როცა ყველა ჩემმა მეგობარმა დაიძინა და მე მარტო შევრჩი ლეპტოპს, რამე მსუბუქი ფილმის ნახვა გადავწყვიტე. ბევრი ვეძებე თუ ცოტა, შემთხვევით წავაწყდი ფილმს აუგუსტ რაში. სიმართლე, რომ გითხრათ პოსტერმა მიმიზიდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ პოსტერზე გამოსახული ჯონათან რის მეიერსი ძალიან გავდა ჯონი კეშს, უფრო სწორად ჰოაკინ ფენიქსს, რომელმაც ჯონი კეში ითამაშა თავის მხრივ გენიალურ ფილმ “Walk the Line”-ში. შესაბამისად დავინტერესდი, ჩავრთე და პირველივე კადრებიდანვე მივხვდი, რომ ძალიან ლამაზ და კარგ ფილმს ვუყურებდი..

ფილმი პატარა ბიჭზეა, რომელიც ობოლთა თავშესაფარში გაიზარდა, მაგრამ განსხვავებით სხვა ბავშვებისგან, მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს: იგი ნებისმიერ საგანში, მოძრაობასა თუ ბუნებრივ მოვლენაში მუსიკას ისმენს. ევანისთვის მატარებლის ბორბლების, ბურთის კენწვლის, ჭიქაზე წვეთის ჩამოსრიალების ხმაც კი მუსიკაა და იგი ამ მუსიკას ნებისმიერ ინსტრუმენტზე უკრავს, მიუხედავად იმისა, რომ სანამ თავშესაფრიდან არ წავიდოდა, მუსიკალურ ინსტრუმენტთან შეხებაც კი არ ჰქონია.
ევანს, მომავალში აუგუსტ რაშს სჯერა, რომ თავისი მუსიკით ის შეძლებს გააგონოს მშობლებს, რომლებიც არასდროს უნახავს და რომლებმაც ის გაუგებრობის გამო დაკარგეს.

ფილმში მთავარ როლს ფრედი ჰაიმორი ასრულებს და მინდა ვთქვა რომ მშვენივრადაც, თუმცა არ ვიქნები გულწრფელი არ აღვნიშნო რობინ უილიამსის შესანიშნავი თამაში. ქუჩის მუსიკოსების წითურთმიანი “ბოსის” როლი უილიამსმა გენიალურად მოირგო და მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ არის დადებითი პერსონაჟი, მაინც იწვევს სიმპათიებს.

დანარჩენი არ ვიცი, თვითონ ნახეთ. ერთი თითქოსდა ჩვეულებრივი, მაგრამ გულისგამთბობი და ლამაზი ფილმი. მე მომეწონა, ვისიამოვნე და ვთვლი რომ ის დრო რაც ძილში უნდა დამეხარჯა, უქმად არ დამიკარგავს.

2 thoughts on “August Rush

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s