Ghost in the Shell

Ghost in the Shell

ის “მოჩვენება აბჯარში”, რომელზე ამ პოსტში იქნება საუბარი მამურო ოშის მიერ გადაღებული ფილმებია და არა მასამუნე შიროუს მანგა ან ანიმე სერიები, რომლებიც ამ მანგის მიხედვით გაკეთდა.
სიუჟეტი შორეულ მომავალში ვითარდება, როცა ტექნიკა იმდენადაა განვითარებული, რომ რობოტები და კიბორგები მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. ფილმი ანტი-ტერორისტულ ორგანიზაცია “9-ე განყოფილება”-ზე და მის თანამშრომლებზე, მაიორსა, ბატოსა და იშიკავაზე მოგვითხრობს.
ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, ანიმედ დახატული, მძაფრსიუჟეტიანი ფილმი, სადაც “კეთილები” “ბოროტებს” ებრძვიან, თითქოს არაფრით უნდა იყოს გამორჩეული, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე.
ანიმე თითქმის ყველა მომენტში სახეში გვახლის იმ კითხვებს, რომელიც აუცილებლად გაუჩნდება კაცობრიობას, როცა განვითარების ამავე ეტაპზე მივა. არის თუ არა რობოტის სხეულის და ადამიანის ტვინის მქონე კიბორგი ადამიანი, აქვს თუ არა მას სული, არის თუ არა ბოლომდე თავისუფალი და შეიგრძნობს თუ არა ამ თავისუფლებას. შეუძლიათ თუ არა რობოტებს, რომლებიც იმისთვის არიან შექმნილნი, რომ ადამიანებს ემსახურონ, ჰქონდეთ პირადი გრძნობები, ინანონ თავიანთი ჩადენილი საქციელი და ამის გამო თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდნენ, არის თუ არა ჩვენთვის ცოცხალი არსება ხელოვნური ინტელექტი, რომელმაც გააცნობიერა, რომ ცოცხალია და.ა.შ. ეს ის კითხვებია, რომლებიც თავის დროზე აზიმოვს, დიკს და კიდევ არაერთ ფანტასტ მწერალს აწუხებდა. მათი გავლენაც საკმაოდ იგრძნობა ანიმეზე, მაგალითად მეორე ფილმში Ghost in the Shell-Innocence ბატო მკვლელი რობოტების საქმეს იძიებს, სპეციალისტთან მისულები აღმოაჩენენ, რომ რობოტები პროგრამირდება სწორედაც, რომ აზიმოვის სამი კანონის პრინციპით.

ანიმე, გარდა იმისა, რომ ჩამთრევი სიუჟეტი აქვს და ორივე ფილმის ყურებისას თვალი არ მომიშორებია, ძალიან კარგადაა დახატული. არცერთ პერსონაჟს არ აქვს უაზროდ ფართო თვალები, საშინელი წიკვინა ხმა და ფილმში არ არის ეპიზოდები როცა აბსოლუტურად უაზრო და შინაარსიდან ამოვარდნილ ქმედებებს სჩადიან გმირები. ეს სწორედ ის ფაქტორია რის გამოც უმეტესობა ანიმეებისას ჭკუიდან გადავყავარ და საერთოდ ვანებებ თავს ყურებას. ამ შემთხვევაში ეს ასე არაა, რაც ძალიან გამეხარდა. მე ვუყურე კარგ, იაპონურ კიბერპანკ/საი-ფაის და ამისთვის დიდი მადლობა როგორც მამურო ოშის, ასევე მასამუნე შიროუს.

ცალკე აღნიშვნის ღირსია კენძი კავაის არაადამიანურად მაგარი საუნდტრეკები, რომლებიც ორივე ანიმეს დამატებით მომხიბლაობას სძენს.

სულ ეს იყო. თუ დაგაინტერესებთ და არ გინახავთ უყურეთ. ნამდვილად შთამბეჭდავი ანიმეა.

პ.ს. პოსტის ბოლოს ნახეთ მეორე ფილმის, Ghost in the Shell:Innocence-ის ოფენინგი. საოცარი მუსიკა და ძალიან მაგარი ანიმაცია. მე პირადად დაახლოებით 50-ჯერ მოვუსმინე გადაბმულად და არ მომბეზრებია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s