უჩა ჩაჩხიანი & 69

Ucha Chachkhiani

ჯგუფი “69” 1989 წელს შეიქმნა. ჯგუფის მაშინდელი წევრები იყვნენ უჩა ჩაჩხიანი (ბასი, ვოკალი, კომპოზიტორი), არჩილ ნოზაძე (ლიდ გიტარა, არანჟირება), კოტე ფალავანდიშვილი (კლავიში), მინდია გაბაშვილი (დრამი) და გია თაბუკაშვილი (გიტარა). თავდაპირველმა ჯგუფმა სულ ორი წელი იარსება და 1991 წელს დაიშალა, თუმცა 1996-ში უჩამ ისევ სცადა აღდგენა და რამოდენიმე სიმღერის ჩაწერა.
ჯგუფს სულ ორი ალბომი აქვს ჩაწერილი: “ტრიუმფალური სვლა მზისკენ” და “ჩვენი ცა”. უჩა მესამე ალბომზეც მუშაობდა, თუმცა სამწუხაროდ 2006 წელს გარდაიცვალა.

ეს მოკლე ისტორია, ახლა რაც შეეხება კონკრეტულად მუსიკას. ჯგუფი საკმაოდ საინტერესო მუსიკას აკეთებდა და როგორც ყველა 80-90 ების ქართული ალტერნატიული მუსიკის შემოქმედი მასაც საკუთარი ხელწერა ჰქონდა. ჩემთვის პირადად 69-ის მუსიკა რაღაცით შუგაზ/ელექტრონიკ როკის ნაზავია. არ ვიცი, შეიძლება შუგაზი გადაჭარბებული ნათქვამია, მაგრამ მე პირადად მესმის ამ ჟანრის რაღაც ელემენტები.

გარდა სასიამოვნო მუსიკისა, სიმღერის ტექსტებიც საკმაოდ გამორჩეულია. განსაკუთრებით “ტრიუმფალური სვლა მზისკენ” მინდა აღვნიშნო ამ მხრივ. თითქოსდა მარშია, რომელიც მსმენელსაც მზისკენ სვლას ანდომებს. ალბომში კიდევ რამოდენიმე საინტერესო და სასიამოვნოდ სასმენი ტრეკია: “მამის იავნანა”, “მე მტკივა ხმა”, “ანას” “ნუ მიშლი ხელს”.

მოკლედ სულ ეს იყო. მუსიკალური ალბომების და ჯგუფების მიმომხილველად ვერ ვარგივარ და ამ კატეგორიის ამოღებასაც ვაპირებდი საერთოდ, მაგრამ მერე გადავიფიქრე. რაც იქნება იქნება.

პ.ს. უჩას და 69 ის სიმღერების გადმოწერა და მოსმენა last.fm-ზე შეგიძლიათ. აქ კი კიდევ ერთხელ გაიხსენეთ “ტრიუმფალური სვლა მზისკენ”

7 thoughts on “უჩა ჩაჩხიანი & 69

  1. zalian didi, didi madloba am arachveulebrivi jgupis gaxsenebisatvis!! Ucha chemi uaxloesi daqalis zma iko, roca umaglesshi vscavlobdi, misi da – Lela, chemi daqali iko! zalian mikvars lela, clebia agar minaxavs :(( uchas gardacvaleba gvian gavige… acxonos upalma misi suli ! magari jgupi iko!! Ai, aq devs, chemi nacodvilari klipic, 69-is, ragaceebi vichaliche, ise :)))

  2. გაიხარე გოშა. :)
    უჩა მართლაც გენიალური მუსიკოსი იყო და სამწუხაროდ ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი იმდროინდელ ქართულ სცენაზე..

    თუმცა ვარსებობთ ადამიანები, რომლებსაც არ დაგვავიწყდება არასდროს.
    მადლობა ვიდეოსთვის, არ მქონდა ნანახი, ახლა ვნახე და მოვიხიბლე :)

    • გაიხარე! კიდევ მადლობა მისი გახსენებისათვის!! :))

  3. უჩა ჩაჩხიანი (ბასი, ვოკალი, კომპოზიტორი), არჩილ ნოზაძე (ლიდ გიტარა, არანჟირება), კოტე ფალავანდიშვილი (კლავიში), ნუგზარ თუხარელი კი არა მინდია განაშვილი (დრამი) და გია თაბუკაშვილი (გიტარა)

  4. ტრიუმფალური სვლა მზისკენ ეს არი სიმღერა რომელიც მაძლევს სტიმულს ყოველდღიურ ცხოვრების ბრძოლის

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s