Bondage Fairies – Bondage Fairies

Bondage Fairiesგუგლმა როგორც ჩანს ამ ორ არანორმალურ შვედზე ძალიან ცოტა იცის, ანდაც გარყვნილი ფანტაზიების მქონე ტიპია, რომელიც პორნო მანგებს ეძებს. ყველაზე სარწმუნო ვერსია, მაინც ის არის, რომ ამ ხალხს ნორმალურად ტეგებს არ უწერენ და ვიკიპედიაზეც მათ შესახებ არაფერი წერია. მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენს წინაშეა ნინტენდო/პანკ/ექსპერიმენტალ/ინდი ბენდი, რომელიც ელვის კრიპმა და დეუს დეცეპტორმა 2001 წელს ჩამოაყალიბეს. მე თუ მკითხავთ ყველაზე შიზოიდური ფანტაზიების მქონე ორმა ადამიანმა შექმნა თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი ბენდი, ჟანრში ხომ ცალსახად წამყვანი. სამწუხაროა, რომ თვითონ ელვისი და დეუსი ვერ აღიქვამენ ამდენად სერიოზულად თავიანთ ბენდს და სწორედ ამის გამოცაა, რომ გუგლი უცნაურ შედეგებს აგდებს ხოლმე სერჩისას.

Bondage Fairies – წინა ალბომებიც ძალიან კარგი მოსასმენია, მაგრამ ამ პოსტში მე მათ ბოლო ალბომზე მინდა გითხრათ ორიოდ სიტყვა. ჯგუფის ჯერ-ჯერობით ჩაწერილ ალბომებს შორის ბოლო ყველაზე ატმოსფერულია, სინთეზატორის გავლენაც ბევრად მეტად იგრძნობა. განსხვავებით წინა კომპოზიციებისგან უფრო წინაა წამოწეული 8 ბიტი და შედარებით დაჩრდილულია ინდი ექსპერიმენტები. ამის გამო 8bitter-ებმა ალბომი უფრო მიიღეს და კრიტიკაც ნაკლები იყო ამ მართლაც მშვენიერი ბენდის მიმართ.

პირველ რიგში მე Fantasy Outfit-ის მოსმენას გირჩევთ, შემდეგ Aachen von Essen ბოლოს ალბომის დაგვირგვინება კომპოზიცია Star Signs გახლავთ. ეს არის კომპოზიციურად იდეალურად შეკრული ალბომი და არცერთი ტრეკი საერთო ხასიათიდან ამოვარდნილი არ არის, განსხავებით ჯგუფის წინა ქმნილებებისგან, სადაც აშკარად შეიმჩნევა რომ საქმე სხვადასხვა დროს ჩაწერილ ტრეკების კრებულითან გვაქვს და არა სრულყოფილ ნამუშევართან.

თუ აქამდე არ მოგისმენიათ და არაფერი იცით ამ ჯგუფის შესახებ, გირჩევთ რომ მისი მოსმენა სწორედ რომ 2012 წლის, ბოლო Bondage Fairies ალბომით დაიწყოთ. დამერწმუნეთ თუ 8 ბიტი გიყვართ და ამ მუსიკისგან სიამოვნებას იღებთ ჯგუფი იმედებს ნამდვილად არ გაგიცრუებთ.

პ.ს. აქვე შეგიძლიათ Bondage Fairies ერთ-ერთ საუკეთესო კომპოზიციას მოუსმინოთ. მაშ ასე, თქვენს წინაშეა Wanna Dance?!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s