Mankind Heroes (Part 1)

სამი პოსტი იმ 18 ასტრონავტზე, რომლებიც მისიის შესრულებისას დაიღუპნენ.

თავი I: საბჭოთა კოსმონავტები

ვლადიმირ მიხეილის ძე კომაროვი

Komarovკომაროვი 1927 წლის 16 მარტს დაიბადა მოსკოვში. იყო პილოტი/კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი. კოსმოსში გაფრინდა ორჯერ. პირველად 1964 წლის 12-13 ოქტომბერს ბორტზე Восход. ეს გაფრენა ბევრი რამით იყო გამორჩეული კოსმონავტიკის ისტორიაში: შესრულდა პირველი მრავალეკიპაჟიანი ფრენა, პირველად ბორტზე იმყოფებოდა არამარტო კოსმონავტი, არამედ ინჟინერი და ექიმი, პირველი მოხდა გაფრენა სკაფანდრების გარეშე. ფრენის დრო შეადგენდა 1 დღე-ღამესა და 17 საათს. ამ დროის მანძილზე ხომალდმა 16-ჯერ შემოუფრინა დედამიწას.

მეორე და კომაროვისთვის საბედისწერო გაფრენა 1967 წლის 23-24 აპრილს მოხდა. იგი დანიშნეს მთავარ პილოტად ბორტზე ხომალდისა Союз-1, ხოლო მის დუბლიორად იური გაგარინი იქნა დასახელებული. დღემდე ბურუსითაა მოცული, თუ რატომ იყო დაზიანებული რაკეტის ცენტრალური კაფსულა. დადის ხმები, რომ კომაროვმა წინასწარ იცოდა ამ ნაკლის შესახებ, თუმცა იმის გამო, რომ უარის თქმის შემთხვევაში ფრენა იური გაგარინს უნდა შეესრულებინა, მან ფაქტობრივად თავი გაწირა და მისიაზე უარი არ განაცხადა. ეს მხოლოდ ხმებია, თუმცაღა სულაც არ გამოვრიცხავ რომ მათშიც იყოს სიმართლის მარცვალი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს აფრენა და მისია კომაროვმა წარმატებით დაასრულა, თუმცა დაშვებისას “მწყობრიდან გამოვიდა” გამშვები აპარატის მთავარი პარაშუტი, არ იმუშავა არც სათადარიგომ და ხომალდი დიდი სისწრაფით დაენარცხა მიწას ორენბურგის ოქლში და პილოტთან ერთად ფერფლად იქცა. ისტორიამ შემოგვინახა უკანასკნელი ნახევარი საათის რადიო ჩანაწერი ბაიკანურის გამშვებ ცენტრსა და ვლადიმირ კომაროვს შორის, რომელსაც აქვე გთავაზობთ. კოსმონავტს სწორედაც რომ იური გაგარინი უკავშირდებოდა. ბედის ირონიაა.


გიორგი ტიმოთეს ძე დობროვოლსკი

Dobrovolskyდობროვოლსკის მეტად საინტერესო ბიოგრაფია ჰქონდა. დაიბადა 1928 წლის 1 ივნისს ოდესაში. 1944 წელს იარაღის ტარებისთვის დაიჭირეს და 25 წლიანი კატორღა მიუსაჯეს. იმავე წლის მარტში ციხიდან გაიქცა. შემდეგ სამხედრო სასწავლებელი, საჰაერო-საავიაციო ძალები და ბოლოს კოსმონავტი.
1971 წლის 6-29 ივნისს დობროვსკი “Союз-11”-სა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურ Салют-1-ზე ასრულებდა სამეცნიერო კვლევით მისიას. პროგრამა 23 დღესა და 18 საათს გრძელდებოდა. წარმატებით დასრულების შემდეგ მიწაზე დაშვების დროც დადგა. თუმცა რა გასაკვირია და ისევ გამშვები აპარატის დისჰერმეტიზაცია და Союз-11 ისევე, როგორც Союз-1 მიწას დაენარცხა. ესეც ასე, ბედის ირონია ვოლ2

ვიქტორ ივანეს ძე პაცაევი

Patsayevვიქტორ ივანოვიჩი 1933 წელს დაიბადა ყაზახეთში. ბავშვობა საკმაოდ მძიმე ჰქონდა, თუნდაც იმის გამო, რომ 8 წლის ასაკში ფრონტზე დაეღუპა მამა და იზრდებოდა დედასთან ერთად. თუმცა მიუხედავად სიძნელეებისა მან მაინც წარმატებით დაამთავრა ჯერ სკოლა, 1950 წელს კი მოსკოვის გეოლოგიური დაზვერვის ინსტიტუტშიც ჩააბარა აეროფოტოგრაფიის ფაკულტეტზე. 1968 წელს გახდა კოსმონავტი. სპეციალური მომზადების გავლის შემდეგ კი გიორგი დობროვოლსკისთან და ვლადისლავ ვოლკოვთან ერთად Союз-11-ის ბორტზეც ამოყო თავი. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მოხდა და პაცაევისგანაც მხოლოდ დანახშირებული ძვლები დარჩა.

 
ვლადისლავ ნიკოლაის ძე ვოლკოვი
Vladislav Volkovვოლკოვი 1935 წელს დაიბადა მოსკოვში. 1953 წელს მოსკოვის ავიაციის ინსტიტუტში ჩაააბარა, 1959 წელს მუშაობას დაიწყო ОКБ-1-ში სადაც სხვათა შორის მრავალი კოსმოსური აპარატის დაპროექტებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო საყოველთაოდ ცნობილი კოსმოსური ხომალდების “Восток” და “Восход”. 1969 წელს იფრინა ხომალდ Союз-7-ზე. მისია 4 დღე-ღამე და 22 საათი გრძელდებოდა.
1971 წელს ბორტინჟინერის რანგში ასრულებდა მისიას Союз-11-ზე. პაცაევსა და დობროვოლსკისთან ერთად დაიღუპა დედამიწაზე დაშვებისას. მისი ფერფლი, ისევე როგორც ზემოთხსენებული ორი ასტრონავტის, კომუნარების კედელში (ცნობილი როგორც კრემლის კედელი) გახლავთ დაკრძალული.

სულ ეს იყო. სევდიანი ისტორია 4 კარგი ადამიანისა, რომელთაც თავი პროგრესს შესწირეს. ამით მთავრდება თავი პირველი. მომდევნო თავში შატლ “ჩელენჯერის” გმირ ეკიპაჟზე მოგითხრობთ.

პ.ს. ბოლოს მინდა დავდო სსრკ-ში გამოშვებული მარკა, რომელიც პაცაევს დობროვოლსკისა და ვოლკოვს ეძღვნებათ.

პაცაევი, დობროვოლსკი, ვოლკოვი

4 thoughts on “Mankind Heroes (Part 1)

  1. ახლა რუსული “ჩტო-გდე-კოგდა”-ს ასგიგაბაიტიან არქივს ვიწერ და რომ მოვრჩები, კომაროვზე ფილმი უნდა მოვიძიო. რამდენიმე მაინც იქნება გადაღებული.

    • სერვერი გიდგას სახლში? :)) 100 გბ არქივი, ღმერთო.. :დ

      რო ნახავ ფილმებს არ გამომაპარო. :)

      • 1980-დან 2010 წლის ჩათვლით ყველა სეზონი :) 2 ტერაბაიტიანი ვინჩესტერი მაქვს და ვავსებ ნელნელა :)

        როგორც კი ვნახავ, პირველად აქ დავწერ კომენტარს.

      • აუჰ, სიამოვნებით უყურებდა კაცი. მარა სადაა ასი გიგაბაიტი და კაი ცხოვრება.. :დ

        გაიხარე.. ველი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s