Mankind Heroes (Part 2)

თავი II: შატლი “ჩელენჯერი”

Challenger Crew Before Flight

“ჩელენჯერი” ნასას მეორე ორბიტალური შატლი გახლდათ “კოლუმბიას” შემდეგ. სახელი ბრიტანული საზღვაო ძალების კორვეტის, HMS Challenger-ის საპატივცემულოდ ეწოდა. პირველი გაფრენა შეასრულა 1983 წლის აპრილში და მას შემდეგ კიდევ 8 ჯერ გავიდა ორბიტაზე. ჯამში დაფარული აქვს 25,803,939 მილი, კოსმოსში აქვს გატარებული 62 დღე და შეასრულა 9 მისია.
“ჩელენჯერმა” მეათე მისია STS-51 1986 წლის 26 იანვარს დაიწყო. მიზანი გახლდათ “Kennedy Space Center”-ზე დაჯდომა. აფრენიდან 1 წუთისა და 73 წამის გასვლის შემდეგ, კოსტრუქცია აფეთქდა და ეკიპაჟის შვიდივე წევრი ტრაგიკულად დაიღუპა. ავარიის მიზეზი გახდა O-Ring. ვარაუდობენ რომ იგი წყობიდან აფრენისათვის საჭიროზე დაბალმა ტემპერატურამ გამოიყვანა. ჩელენჯერის ნაწილები ატლანტის ოკეანეში, ცენტრალური ფლორიდის ნაპირებთან ჩამოცვივდა. ეკიპაჟის კაბინა მაძიებლებმა 8 მარტს იპოვეს. 7-ვე წევრის სხეული თავიანთ ადგილებზე მსხდარი აღმოჩნდა. აუტოფსიამ მათი სიკვდილის ზუსტი მიზეზი ვერ დაადგინა, მაგრამ არსებობს მოსაზრება რომ აფეთქებისას ყველა მათგანი არ დაღუპულა, რადგანაც გამოუვალი მდგომარეობისას გამოსაყენებელი ჰაერის ბალონები გამოყენებული იყო.

ეს “ჩელენჯერის” მოკლე ისტორია, ახლა კი სათითაოდ გუნდის წევრებზე გადავიდეთ.

ფრენსის რიჩარდ “დიკ” სკუბი

Dick Scoobeსკუბი ამერიკის საავიაციო ძალებში ირიცხებოდა 1957 წლიდან. პარალელურად ის არიზონას უნივერსიტეტის აეორსივრცის ინჟინერიის ბაკალავრიც გახდა. 1978 წელს ნასას პროგრამაში აიყვანეს. 1979 წელს გაიარა მომზადება ხოლო 1984 წლის აპრილში ის გაფრინდა თავის პირველ მისიაზე STS-41-C, რომელიც წარმატებით დასრულდა. დააყენეს ერთი ახალი სატელიტი, ხოლო დაზიანებული შეაკეთეს.
“ჩელენჯერის” მისია STS-51-L-ზე სკუბი მეთაურად დაინიშნა. მისი უკანასკნელი სიტყვები გახლდათ: “Roger, go at throttle up.” სიკვდილის შემდგომ მას Congressional Space Medal of Honor გადაეცა. მისივე სახელობისაა აუბურნის მუნიციპალური აეროპორტი

მაიკლ ჯონ სმიტი

Michael Smithმაიკლ სმიტი 1945 წლის 30 აპრილს დაიბადა ჩრდილოეთ კაროლინის შტატ ბიუფორტში, დაამთავრა ამერიკის საზღვაო ძალების აკადემია. იბრძოდა ვიეტნამის ომში, როგორც პილოტი მოიერიშე.
ნასას პროგრამაში ის 1980 წელს აირჩიეს, როგორც 1986 წლის შატლ “ჩელენჯერის” მისიის STS-51-L-ის პილოტი. მას ექვსი წლის ლოდინი მოუწია იმისთვის, რომ კოსმოსში გაფრენილიყო და 73 წამი დასცალდა მხოლოდ. ბოლო ბგერები რაც მისიის კონტროლის ცენტრმა ჩაიწერა და გაშიფრა ოხვრა გახლდათ. სმიტის სახელი ბიუფორტის ცენტრალურ აეროპოტს ეწოდა.

ჯუდით არლენ რესნიკი

Judith Resnikჯუდით რესნიკი 1945 წლის 5 აპრილს დაიბადა ოჰაიოს შტატ ქალაქ ეკრონში. 1966 წელს მათემატიკამობეზრებულმა ფორტეპიანოზე კლასიკური ნაწარმოებების შესრულება დაიწყო. 1970 წელს დაამთავრა პიტსბურგის კარნეგი მელონის უნივერსიტეტი ელექტრო ინჟინრის სპეციალობით. იმავე წელს ცოლად გაჰყვა თანაკურსელ მაიკლ ოლდეკს. ცოლ-ქმარი 1974 წელს დაშორდა ერთმანეთს. 1977 წელს მერილენდის უნივერსიტეტში მიიღო Ph.D ელქტრული ინჟინერიის დარგში.
სადოქტოროზე მუშაობის პარალელურად ჯუდითი ბიოსამედიცინო ინჟინერიც გახლდათ “ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტში”. მოგვიანებით მუშაობდა როგორც სისტემ ინჟინერი კომპანია “ქსეროქსში”.
1978 წელს ნასამ იგი პროგრამაში ჩართო. პირველი მისია ჯუდითმა 1984 წლის აგვისტო-სექტემბერში შეასრულა. საინტერესო ფაქტია ის, რომ ჯუდითი იყო პირველი ამერიკელი ებრაელი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. “ჩელენჯერის” 1986 წლის მისიაზე გახლდათ პირველი სპეციალისტი. აქვე დამთავრად მისი მართლაც შესანიშნავი კარიერა. ის ეკიპაჟის დანარჩენ 6 წევრთან ერთად დაიღუპა.
აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ჯუდითი დაასახელეს იმ ადამიანების ათეულში, რომლებმაც სახელი გაუთქვეს და წარმოაჩინეს ოჰაოს შტატი. სიკვდილის შემდეგ მიღებული აქვს Congressional Space Medal of Honor

ელისონ ონიზუკა

Elison Onizukaელისონ ონიზუკა იაპონელი ამერიკელი ასტრონავტი გახლდათ. დაიბადა 1946 წლის 6 ივნისს. 1964 წელს დაამთავრა სკოლა. გახდა კოლორადოს უნივერსიტეტის ბაკალავრი აეროსივრცის ინჟინერიის დარგში. 1970 წლის 15 იანვარს ონიზუკამ ამერიკის სამხედრო საავიაციო ძალებში დაიწყო სამსახური და ტესტ პილოტი გახლდათ.
ნასამ პროგრამაში 1978 წელს ჩართო, მომზადება ერთ წელში გაიარა. მისი პირველი მისია გახლდათ STS 51-C შატლ “დისქავერიზე” მეთაურის რანგში. “ჩელენჯერის” მისიაში მონაწილეობდა როგორც მეორე სპეციალისტი ინჟინერი. ერთ-ერთი ვერსიით ონიზუკა აფეთქებას გადაურჩა, რადგანაც მისი ჯუდით რესნიკის და მაიკლ სმიტის საჰაერო ბალონები გახსნილი იყო, მაგრამ ამის დადგენა დღეს ძალიან რთულია.
სიკვდილის შემდეგ მისი სახელი ეწოდა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ქუჩას. მისი სახელი ჰქვიათ ასევე ედუარდ ბოუელის მიერ 1984 წელს აღმოჩენილ ასტეროიდს და კრატერს მთვარეზე. სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა Congressional Space Medal of Honor-ით. ეს კი მისი ჯილდოების სრული ჩამონათვალია: Air Force Commendation Medal, Air Force Meritorious Service Medal, Air Force Outstanding Unit Award, Air Force Organizational Excellence Award, National Defense Service Medal

რონალდ ერვინ მაკნერი

Ronald McNairმაკნერი სამხრეთ კაროლინაში, კერძოდ კი ლეიქ სიტიში დაიბადა 1950 წლის 21 ოქტომბერს. ბაკალავრის ხარისხი, როგორც ინჟინერმა ფიზიკოსმა North Carolina A&T State University-ში მიიღო. 1976 წელს იგი მან მიიღო Ph.D ფიზიკის დარგში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. გარდა იმისა, რომ მაკნერი შესანიშნავი ფიზიკოსი იყო, იგი არანაკლებ კარგი საქსოფონისტიც გახლდათ. სხვათა შორის “ჩელენჯერის” ბორტზე მაკნერი აპირებდა ჩაეწერა საქსოფონის სოლო, რაც იქნებოდა პირველი კომპოზიცია, რომელიც კოსმოსში ჩაიწერა. სამწუხაროდ მან ეს ოცნება ვერ აიხდინა.
ნასას ასტრონავტი მაკნერი 1978 წელს გახდა. პირველ მისიაზე 1984-ში გაფრინდა, მისთვის ასე საბედისწერო “ჩელენჯერის” ბორტზე.
ფიზიკის სპეციალისტის რანგში იგი 1986 წელს ჩელენჯერის ბორტზე მეორედ აღმოჩნდა. ეს მაკნერის ბოლო ფრენა გამოდგა კოსმოსში. თავის მეგობრებთან იგი ხომალდის კატასტროფას შეეწირა.
ამერიკაში საკმაოდ ბევრი ადგილია მაკნერის სახელობის, თუმცა ყველაზე გამორჩული მაინც ალბათ მისი სახელობის კრატერია მთვარეზე.

გრეგორი ბრიუს ჯარვისი

Greg Jarvisგრეგ ჯარვისი 1944 წლის 24 აგვისტოს დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი, როგორც ელქტრო ინჟინერმა 1967 წელს მიიღო ბუფალოს უნივერსიტეტში. 1969 წელს იგი გახდა ნაციონალური საავიაციო ძალების წევრი და 1973 წლამდე იქ მუშაობდა, სადაც კაპიტნის წოდებასაც მიაღწია.
ნასას პროგრამაში იგი 1975 წელს აიყვანეს. დიდი ხნის მანძილზე MARISAT F-3 Spacecraft პროგრამის მენეჯერი გახლდათ. 1986 წელს, როგორც Payload სპეციალისტი იგი “ჩელენჯერის” ბორტზე აღმოჩნდა. როდესაც სპეციალისტებმა ასტრონომის სხეული აღმოაჩინეს, გადმოსვენებისას ხელიდან გაუცურდათ და გრეგი ზღვის ფსკერზე გაუჩინარდა. კარგა ხნის ძებნის შემდეგ, ბოლო ცდაზე 1986 წლის 15 აპრილს მისი სხეული მაინც იპოვეს.
2004 წელს გრეგ ჯარვისს, სიკვდილის შემდეგ მიანიჭეს Congressional Space Medal of Honor

კრისტა მაკალიფი
Christa McAuliffe“ჩელენჯერის” ბოლო მისია იმითაც იყო საინტერესო, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველად კოსმოსში მასწავლებელი უნდა გაფრენილიყო. ეს მასწავლებელი სწორედაც რომ 1948 წლის 2 სექტემბერს, ბოსტონში დაბადებული კრისტა მაკალიფი გახლდათ.
1984 წელს რონალდ რეიგანმა გამოაცხადა პროექტის “მასწავლებელი კოსმოსში” შესახებ. ნასამ დაიწყო ძებნა კომუნიკაბელური, საინტერესო ადამინისა, რომელიც კოსმოსიდან ჩაუტარებდა ლექციას მოსწავლეებს. საბოლოოდ შერჩეული 100 ნახევრფინალისტიდან კრისტა იმ 10 ადამიანის სიაში მოხვდა, რომელთაც ნასას სამედიცინო-კოსმოსურ ცენტრში უნდა გაევლოთ მომზადება და შერჩევის პროცესი. 1985 წლის 19 სექტემბერს ვიცე-პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მსოფლიოს განუცხადა, რომ საბოლოოდ კრისტა მაკალიფი შეირჩა. გაუთვალისწინებელი ინციდენტის შემთხვევაში კი მას მეორე მასწავლებელი ბარბარა მორგანი შეცვლიდა.
კრისტასდა საუბედუროდ ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა, გარდა ერთი რამისა. ხომალდი აფრენიდან 73 წამში აფეთქდა და მასთან ერთად, მილიონობით ადამიანის თვალწინ დაიღუპა ა.შ.შ-ს “საყვარელი მასწავლებელი”.
ამერიკელებს დღემდე ძლიერ უყვართ და აფასებენ კრისტას. ამ ლინკზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თუ რამდენ რამეს ეწოდა მაკალიფის სახელი მისი სიკვდილის შემდეგ.

სულ ეს იყო. სევდიანი ისტორია, იმ 7 ასტრონავტისა, რომლებიც ხომალდის გაუმართაობას და გამშვები ცენტრის გაუფრთხილებლობას შეეწირნენ.

პ.ს. პოსტის ბოლოს მინდა დავდო კადრები, თუ როგორ ფეთქდება შატლი “ჩელენჯერი” აფრენიდან 73 წამში.

2 thoughts on “Mankind Heroes (Part 2)

  1. რა ხალხი :(((

    ჩელენჯერის ისტორიას რომ ვკითხულობ, სულ მეფიქრება, როგორ უხაროდა, ალბათ, კრისტას, ამხელა კონკურსი რომ მოიგო. ჯერ იმ 100 ნახევარფინალისტში მოხვედრა, მერე ფინალში, მერე ფინალის მოგება :(

    ეჰ :(((

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s