Mankind Heroes (Part 3)

თავი III: შატლი “კოლუმბია”

Columbia Crew

“კოლუმბია” ნასას პირველი ორბიტალური შატლი გახლდათ. პირველად იგი კოსმოსში 1981 წლის 12 აპრილს აფრინდა მისია STS-1-ის შესასრულებლად და მას შემდეგ 27 მისია შეასრულა წარმატებით. მის პირველ გაფრენას “Rush”-მა სიმღერაც კი მიუძღვნა სახელწოდებით “Countdown”. “კოლუმბიას” სახელთან მრავალი საინტერესო მისიაა დაკავშირებული, მათ შორისაა ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო ობსერვატორიის Chandra X-ray-ის განთავსება ორბიტაზე და 2002 წლის 1 მარტს, დაზიანებული ჰაბლის ტელესკოპის შეკეთებაც.

“კოლუმბიას” ბოლო ფრენა 2003 წლის 16 იანვარს შედგა. STS-107 მიზნად ისახავდა მულტიდისციპლინარული მიკროგრავიტაციის კვლევას. ერთ-ერთი ექსპერიმენტის მიხედვით უნდა გადაეღოთ ვიდეო ატმოსფერული მტვრისათვის და აღმოეჩინათ ახალი ფენომენი ე.წ. ვეფხვი ( “TIGER” – Transient Ionospheric Glow Emission in Red). ხომალდმა მისია წარმატებით დაასრულა, თუმცა დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას ტეხასისას და ლუიზიანას თავზე კატასტროფა განიცადა. ნასაში დიდხანს იკვლევდნენ თუ რა გახლდათ ავარიის მიზეზი. საბოლოოდ ზუსტად მაინც ვერ დადგინდა, თუმცა რამოდენიმე მოსაზრების თანახმად მწყობრიდან გამოვიდა თერმოდამცავი შრე შატლის მარცხენა ფრთისა, რამაც საბოლოოდ ხომალდის გადახურება და აფეთქება გამოიწვია. ეკიპაჟის 7-ვე წევრი ტრაგიკულად დაიღუპა. ეს პოსტი მათ ეძღვნება.

რიკ დუგლას ჰასბენდი

Rich Douglas Husbandრიჩარდ ჰასბენდი 1957 წლის 12 ივლისს დაიბადა ტეხასის შტატ ქალაქ ამარილოში. 1975 წელს სკოლის დამთავრების შემდეგ აბარებს ტეხასის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, რომელსაც წარმატებით ასრულებს, როგორც ინჟინერ-მექანიკოსი. იმავე სპეციალობით რიკი ფრენსოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრი გახდა. ტეხასში სწავლის პარალელურად რიკი ამერიკის საჰაერო ძალების რიგებში შევიდა და მალე ვიცე-ლეიტენანტის წოდებაც მიიღო.
1994 წელს რიჩარდი ნასამ ასტრონავტობის კანდიდატად აირჩია. 1 წელიწადში მან გაიარა სრული მომზადების კურსი და ჯონსონ სფეის ცენტრში შატლების აფგრეიდებზე დაიწყო მუშაობა. კოსმოსში გაფრინდა ორჯერ. პირველად მისია STS-96-ის ფარგლებში, როგორც შატლ დისქვერის პილოტი. მეორე მისია კი მისთვის საბედისწერო გამოდგა. კოლუმბიას მეთაური ტრაგიკულად დაიღუპა 2002 წლის 1 თებერვალს, 16 დღიანი მისიის წარმატებით შესრულების შემდგომ დედამიწაზე დაბრუნებისას. რიკის სახელობისაა ასტეროიდი 51823 და აგრეთვე მთა Columbia Hills მთათა სისტემაში, მარსზე.

უილიამ კამერონ მაკქული

Willie McCoolვილი მაკქული 1963 წლის 23 სექტემბერს დაიბადა სან დიეგოში. გახლდათ მერილენდის უნივერსიტეტის მაგისტრი კომპიუტერულ მეცნიერებაში, აგრეთვე Naval Postgraduate School-ის მაგისტრი სივრცულ ინჟინერიაში. ნასაში 1996 წელს მიიღეს. ორწლიანი მზადების შემდეგ კი ჯონსონ სფეის ცენტრში პილოტთა მხარდაჭერა და ფრენის კომპიუტერული უზრუნველყოფა დაევალა. მისია STS-107 პირველი და უკანასკნელი გამოდგა ვილისთვის. “კოლუმბიას” პილოტი 41 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას. სიკვდილის შემდეგ მას გადაეცა Congressional Space Medal of Honor. ვილის სახელობისაა ასტეროიდი 51829. აგრეთვე მთა Columbia Hills მთათა სისტემაში მარსზე.

მაიკლ ფილიპ ანდერსონი

Michael Philip Andersonმაიკლ ანდერსონი 1959 წლის შობა დღეს დაიბადა პლატსბურგში, თუმცაღა მის მშობლიურ ქალაქად ვაშინგტონის შტატში მდებარე პატარა ქალაქი სფოქეინი ითვლება. გახლდათ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბაკალავრი ასტროფიზიკის დარგში. მიიღო მაგისტრის ხარისხი კრეიტონის უნივერსიტეტში როგორც ფიზიკოსმა. მაიკლი საკმაოდ გამოცდილი მფრინავი იყო. 1991-1992 წლებში მიჩიგანის ვურსმითის საჰაერო ბაზაზე პილოტ ინსტრუქტორად მსახურობდა, 1992-1995 წლებში იგივე მოვალეობას ასრულებდა პლატსბურგის საჰაერო ბაზაზეც.
ნასაში მსახურობა 1996 წლიდან დაიწყო. რა გასაკვირია და მაიკლიც ჯონსონ სფეის ცენტრის ბაზაზე აღმოჩნდა. ასრულებდა იმავე სამუშაოს რასაც ვილი მაკქული თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით კოსმოსში ფრენა ორჯერ მოუწია. მისი პირველი მისია STS-89 გახლდათ, რომლის დროსაც საერთაშორისო სატელიტურ სადგურ “მირ”-დან დაახლოებით 9000 ფუნტი სამეცნიერო აღჭურვილობა ჩამოიტანეს. მეორე კი ავადსახსენებელი STS-107, რომლის დაწყების წინაც წარმოთქვა მაიკლმა ცნობილი ფრაზა: “There’s always that unknown.” სიკვდილის შემდგომ მიენიჭა Congressional Space Medal of Honor, NASA Distinguished Service Medal, NASA Space Flight Medal, National Defense Service Medal . მაიკლ ანდერსონის სახელი ეწოდა ასტეროიდ 51824-ს.

ილან რამონი

Ilan Ramonილანი 1954 წლის 20 ივნისს დაიბადა რამათ განში. იზრდებოდა ბეერშებაში. საინტერესო ფაქტია, რომ მისი დედა და ბებია აუსშვიცის ტყვეთა ბანაკს გადარჩენილები იყვნენ. მისი სახელი ებრაულად ხეს ნიშნავს.
1987 წელს ილანი თელ-ავივის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გახდა ელექტრონიკის და კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგში. მაგრამ მანამდე, 1974 წელს ისრაელის სავიაციო ძალების პილოტთა სკოლის წარმატებით დამთავრებაც მოასწრო. 1981 წელს ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ებრაელი პილოტი, რომელმაც სამხედრო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა. მისიისას ებრაელმა პილოტებმა გაანადგურეს ოსირაქის დაუსრულებელი ატომური რეაქტორი ერაყში.
მისი, როგორც ასტრონავტის კარიერა 1997 წელს იწყება ნასაში, ჯონსონ სფეის ცენტრში. ერთადერთი მისია კოსმოსში კი სწორედაც “კოლუმბიის” საბედისწერო გაფრენა აღმოჩნდა. ბორტზე ილანს თან ჰქონდა 16 წლის აუსშვიცის მსხვერპლის პეტრ გინცის ჩანახატი “მთვარის პეიზაჟი”, აგრეთვე თორა. აღმოჩნდა რომ იგი კოსმოსში დღიურსაც აწარმოებდა. მეტად საინტერესოა, რომ აფეთქების შემდგომ, როცა ხომალდი მთლიანად განადგურდა, მისმა დღიურმა წარმოუდგენელ ატმოსფერულ პირობებს გაუძლო და გადარჩა. შემდგომში იგი ილანის მეუღლეს რონას დაუბრუნეს, რომელმაც თავის მხრივ იერუსალიმის მუზეუმს გადასცა. დღიურში ბოლო ჩანაწერი 1 თებერვლით თარიღდება, ილანს ჩაუწერია: “Today was the first day that I felt that I am truly living in space. I have become a man who lives and works in space.”
2005 წელს გამოკითხვაში “200 უდიდესი ებრაელი” ილანმა მეხუთე ადგილი დაიკავა. სიკვდილის შემდგომ მან Congressional Space Medal of Honor მიიღო და იგი ერთადერთი არაამერიკის მოქალაქეა, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა. ილან რამონის სახელი ჰქვია მთას მარსზე და ასტეროიდს 51828.

კალპანა ჩავლა

Kalpana Chawlaკალპანა ჩავლა 1961 წლის 1 ივლისს დაიბადა ინდოეთში, ქალაქ კარნალში. დაამთავრა თაგორის სახელობის სკოლა მშობლიურ ქალაქში. ამერიკის მოქალაქეა 1990 წლიდან. პანჯაბის საინჟინრო კოლეჯში მან მაგისტრის ხარისხი მიიღო როგორც აერონავტიკის ინჟინერმა 1982 წელს. Ph.D კი კოლორადოს უნივერსიტეტში დაიცვა. ნასას ასტრონავტი 1995 წელს გახდა. მისი პირველი სიტყვები სივრცეში გასვლისას გახლდათ: “You are just your intelligence”. კაპლანა პირველი ინდოელი ქალია რომელიც კი ოდესმე კოსმოსში ყოფილა. (პირველი ინდოელი კოსმონავტი რაკეშ შარმა იყო). ჩავლა საკმაოდ გამოცდილი ასტრონავტი იყო. შესრულებული აქვს ორი მისია. ორივე კოლუმბიას ბორტზე. STS-87 ის შესრულებისას კალპანამ პირადად აღმოაჩინა და გამოასწორა შეცდომები, რომელიც “Spartan Satellite”-ჰქონდა. ტრაგიკულად დაიღუპა მეორე მისიის STS-107-ის შესრულებისას შატლ კოლუმბიას ბორტზე.

დევიდ მაკდაუელ ბრაუნი

David Mcdowell Brownდევიდ ბრაუნი 1956 წლის 16 აპრილს დაიბადა არლინგტონში. გახლდათ უილიამი და მერის კოლეჯის ბაკალავრი ბიოლოგიის დარგში. აღმოსავლეთ ვირჯინიის სამედიცინო კოლეჯის დოქტორი. სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარების პარალელურად, ბრაუნი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში შევიდა, 1984 წლიდან კი მედიცინის დოქტორის თანამდებობა ეკავა ალასკას საზღვაო ჰოსპიტალში. ნასაში ბრაუნი 1996 წლიდან მოხვდა. ორწლიანი წვრთნის შემდეგ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მუშაობდა როგორც payload (ვერაფრით ვთარგმნე ეს სიტყვა) სპეციალისტი. მისთვის, ისევე როგორც ვილი მაკქულისთვის, პირველივე გაფრენა “კოლუმბიას” ბორტზე საბედისწერო აღმოჩნდა. სიკვდილის შემდგომ მიენიჭა ისეთი ჯილდოები, როგორიცაა Defense Distinguished Service Medal, Congressional Space Medal of Honor, NASA Distinguished Service Medal, NASA Space Flight Medal. დევიდ ბრაუნის სახელობისაა ასტეროიდი 51825.

ლორელ ბლერ სელტონ კლარკი

Laurel Blair Salton Clarkლორელ კლარკი 1961 წლის 10 მარტს დაიბადა აიოვას შტატ ქალაქ ამესში. 1979 წელს დაამთავრა ვისკონსინის შტატ ქალაქ რესინის, უილიამ ჰორლიკის სახელობის სკოლა. გახლდათ ვისკონსინ მედისონის უნივერსიტეტის ბაკალავრი ზოოლოგიის დარგში და იმავე უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი. როგორც ყველა ნასას კოსმონავტს, კლარკსაც სამხედრო სკოლა აქვს გავლილი. გახლდათ ამერიკის საზღვაო ძალების წევრი. წყალქვეშა ნავ “სკუადრონ 14”-ზე ყოფნისას მრავალი ოპერაცია განახორციელა მყვინთავ სპეცრაზმთან ერთად და იხსნა ბევრი ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე.
ნასაში კლარკი 1996 წლიდან მოღვაწეობდა, თუმცა კოსმოსში ისიც ერთდაერთჯერ გაფრინდა, საბედისწერო რეისით. ბორტზე არსებული ვიდეოჩანაწერის გაშიფრვისას აღმოჩნდა ერთი საინტერესო რამ, კლარკს სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ჰიუსტონის მისიის ცენტრმა რაღაც პატარა დავალების შესრულება სთხოვა, რაზეც მან უპასუხა, რომ იმწამს დაკავებული იყო და რამოდენიმე წუთში იზრუნებდა ამ საკითხზე. როგორც ჩანს სწორედ ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები: “Don’t worry about it, You have all the time in the world.” კლარკს, ისევე როგორც ყველა “კოლუმბიას” ბორტზე მყოფ ასტრონავტს გადაეცა Congressional Space Medal of Honor. ლორელის სახელობისაა ასტეროიდი 51827, მთა მარსზე და კრატერი მთვარეზე.

სულ ეს იყო. 7 ასტრონავტის ცხოვრების და სევდიანი დასასრულის მოკლე ისტორია.

პ.ს. პოსტის ბოლოს დავდებ სიმღერას, რომელიც ჯგუფმა The Long Winters “კოლუმბიის” დაღუპვასა და მისი ეკიპაჟის წევრებს მიუძღვნა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s