M83 – Before The Dawn Heals Us

M83M83 2001 წელს დააარსეს ფრანგმა მუსიკოსებმა ენტონი გონსალესმა და ნიკოლას ფრომაჟომ. ჟანრობრივად ჯგუფი შუგაზის, პოსტ-როკისა და ინდის ნაზავია + ელექტრონული მუსიკის სერიოზული ბექგრაუნდით. განსხვავებით სხვა შუგაზ ბენდებისგან გიტარის წილი მუსიკაში შედარებით ნაკლებია და ძირითადად სინთეზატორია წინ წამოწეული. ჯგუფის შემადგენლობა, მას შემდეგ რაც ფრომაჟო წავიდა, დღეს ასე გამოიყურება: ენტონი გონსალესი, მისი ძმა იან გონსალესი, ვოკალზე და კლავიშზე მორგან კიბი და დრამერი ლუიკ მორენი.

ჩემი და M83-ის ნაცნობობა სრულიად შემთხვევით დაიწყო. გუგლში ვათვალიერებდი ინფორმაციას სპირალური გალაქტიკების შესახებ, სადაც წავაწყდი Messier 83-ს. მომეწონა მისი სურათი და გადავწყვიტე საფუძვლიანად გამეგო მის შესახებ. ვნახე, რომ ნასას კლასიფიკაციაში ის მოიხსენიება როგორც M83. შემდეგ იუტუბზეც დავსერჩე, ჰაბლის მიერ გადაღებული ფოტოსურათების კოლაჟის ნახვის იმედით და რატომღაც პირველი შედეგი იუტუბმა ეს ფრანგული ჯგუფი მომცა. დავინტერესდი, პირველივე სიმღერა ისეთი შემხვდა, რომელიც მომეწონა (Midnight City), გადმოვწერე დისკოგრაფია და მაქედან დაიწყო აბსოლუტური შეჯდომა. ახლა კიდე ნარკომანივით ვარ, დღეში 10-15 სიმღერას რომ არ მოვუსმინო ამ ჯგუფისას, ისე არ შემიძლია. აგერ ფაქტიც: Last.fm activity

ახლა რაც შეეხება კონკრეტულად Before The Dawn Heals Us ალბომს. გამოსცეს 2005 წელს და ეს ბოლო ალბომია, როცა ჯგუფში ნიკოლას ფრომაჟო იმყოფებოდა. ზოგადად ფრომაჟოიანი და უფრომაჟო M83-ები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან და მე პირადად პირველი ვარიანტი უფრო მომწონს. ვერ ვიტყვი, რომ ალბომში ყველა კომპოზიცია ერთნაირად მომწონს და გენიალურია, მაგრამ არის რამოდენიმე სიმღერა, რომელიც მართლა შედევრია და ამ ჯგუფის საუკეთესო სიმღერების ათეულშიც თამამად დაიკავებენ ადგილს. თუ მოსმენას გადაწყვეტთ მე პირველ რიგში Farewell/Goodbye, Teen Angst, Car Chase Terror და Lower Your Eyelids To Die With Sun-ს გირჩევთ. განსაკუთრებით ბოლო ორს. Car Chase Terror დედისა და ქალიშვილის ამბავს მოგვითხრობს, რომლებიც რაღაც საშინელებას გაურბიან და სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ, ხოლო Lower Your Eyelids To Die With Sun გენიალურად შეკრული კომპოზიციაა, რომლის მოსმენაც მკაცრადაა რეკომენდირებული ჰაბლის გადაღებული ფოტოსურათების კოლაჟის თვალიერებისას (მერწმუნეთ ორმაგად მოაქვს).

პ.ს. ტრადიციულად, პოსტის ბოლოს ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული სიმღერა მინდა დავდო. უსმინეთ და ისიამოვნეთ:

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s