Tron: Legacy

tronტრონი: მემკვიდრეობა 2010 წელს ჯოზეფ კოსინსკის მიერ გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმი გახლავთ და წარმოადგენს 1983 წელს გამოსული “ტრონი”-ს სიქველს. აღსანიშნავია, რომ ისევე როგორც XX საუკუნეში, აქაც მთავარ როლს ჯეფ ბრიჯესი ასრულებს და უნდა ითქვას, რომ საკმაოდ კარგადაც.
ფილმი “ენკომის” სეო კევინ ფლინის და მისი ვაჟის სემის ისტორიას მოგვითხრობს. კევინი მოულოდნელად ქრება და სემს მარტო დარჩენა უწევს. ბავშვს და შემდგომში უკვე ახალგაზრდა სემს ძალიან აინტერესებს სად გაქრა მამამისი და მის მოსაძებნად ყველაფერს აკეთებს. მას შემდეგ რაც ფლინის ძველ საწყობს მიაგნებს, კომპიუტერული პროგრამა მას სულ სხვა, კევინ ფლინის შექმნილ რეალობაში გადაიყვანს და მთავარი მოქმედებაც ფილმისა სწორედ ამ გამოგონილი, ორობით კოდში დაწერილ სამყაროში ხდება, სამყაროში სადაც გლადიატორთა ბრძოლები და მოტოშეჯიბრებები იმართება და სადაც მომხმარებლები (ე.წ. იუზერები) მთავარი უზურპატორები არიან.

პირადად მე სასტიკად არ მომწონს ზეეფექტებით გადატვირთული Sci-Fi ფილმები, სადაც დაკარგულია დედააზრი და მთავარი ყურადღება მაყურებლის ეფექტებით გაოგნებაზეა გადატანილი, მითუმეტეს თუ ფილმი 3დ-ა. დიდი ხანი ტრონს ზუსტად ამ მიზეზით არ ვუყურებდი, ზემოთხსენებული მარაზმის ნახვის ნერვები და ხალისი არ მქონდა, როცა ისედაც ამდენი ფილმი მაქვს სანახავი, მაგრამ ამ 5-ოდე დღის წინ, მორიგი ღამის თენებისას, როცა რა გამეკეთებინა მოწყენილობისგან არ ვიცოდი, მეგობარმა დამსვა და ფაქტობრივად ძალით მაყურებინა, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ პატ. ნიკას.

მოკლედ რა მომეწონა ფილმში: ეფექტების მიუხედავად შინაარსი არის ძალიან საინტერესო. კევინის მიერ შექმნილი თავისივე კლონი კლუ, რომელიც ავტორმა ჩაიფიქრა, როგორც იდეალური არსება, რადგანაც სამყარო, რომლის აშენებაც უნდოდა უფრო იდეალური ყოფილიყო. თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, ცხოვრობდნენ ტკბილად “პატიოსანი”, თითქმის სრულყოფილი ჰუმანოიდი პროგრამები, სანამ იზომორფული ალგორითმები არ გამოჩდნენ. იზომორფები, როგორც მე მივხვდი ვირუსებს წარმოადგენენ, რომელთა დახმარებითაც ფლინის მიერ შექმნილი სამყარო უფრო იდეალური გახდებოდა ვიდრე იყო, მაგრამ ამის დაშვება კლუს, ადამიანის მიერ შექმნილ პროგრამა/ანტივირუსს არ შეეძლო, შესაბამისად კლონი აუჯანყდა შემქმნელს, დაამარცხა და თვითონ დაიწყო სამყაროს მართვა.

ერთი შეხედვით მოსაწყენი სიუჟეტი ჩანს, მაგრამ თუ უაზრო რბოლებს და დისკებით ბრძოლებს ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ და ძირითად აქცენტს შინაარსზე და იდეაზე გადაიტანთ, წესით უნდა მოგეწონოთ.

რაც შეეხება ჯეფ ბრიჯესს. მიუხედავად იმისა, რომ კევინ ფლინისა და კლუს როლებს იდეალურად თამაშობს, ეგ კაცი ჩემთვის ყოველთვის ბიგ ლებოვსკიდ დარჩება, რამდენ ფილმშიც არ უნდა გადაიღონ. ისევ ის პოხუისტი, ნაქსოვ სვიტერში გამოწყობილი ჩუვაკია ტრონშიც, როგორიც ლებოვსკიში იყო.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ფილმის საუნდტრეკები. Daft Punk-მა აშკარად დიდი შრომა ჩადო ფილმის გაფორმებაში და შედეგიც გადასარევია.

9 thoughts on “Tron: Legacy

  1. მე საუნდტრეკებზე ვგიჟდები, თორე თვითონ ფილმი დიდი არაფერია, ჩემთვის :)

  2. ვერაფერს იტყვი.. საკმაოდ არგუმენტირებულად აქვს მოსაზრებები ჩამოყრილი და ამასთან ისიც მესმის რომ მთელ შთაბეჭდილებებს ერთ სტატიაში ვერ მოათავსებ. ინტერესის შემთხვევაში სჯობს ყოველთვის საკუთარი თვალით ნახო. მე ერთს დავამატებდი, ყოვეთვის მაინტერესებდა ადამიანის წარმოსახვით, ალტერნატიული, ერთგვარი უტოპიური სამყაროს შექმნის ნებისმიერი მცდელობები, ერთ – ერთი მათგანს ეს ფილმიც განეკუთვნება. მე ვფიქრობ ამ ფილმში საინტერესოა ახალგაზრდული შემართების და შემდეგ ხნიერი ჭკუის სასწავლი შედეგების გადაკვეთა, ასევე საინტერესოდაა ინტერპრეტირებული ბიბლიური ადამიანის და ღმერთის ტრაგიკული ისტორია ოღონდ ამ ვერსიაში ერთპიროვნული დამნაშავე არ სჩანს, არც შემოქმედი და არც შექმნილები, რომლებიც შემოქმედს აუჯანყდნენ. მოკლედ საინტერესო რამეა მაგრამ ვერ ვიტყვი გენიალური ფილმების კატეგორიას განეკუთვნებაო :))) რაც შეეხება ეფექტებს ნუ რაღაცით ხომ უნდა გამოჩნდეს რომ მოვლენები ორობით სისტემაში თუ რავიცი რა ქვია მანდ ვითარდება! :D

  3. კარგი განხილვაა! სამწუხაროა, რომ ამ ფილმმა ის იმედები ვერ გაამართლა, რასაც მისგან ელოდნენ. თუმცა, სანახაობრივად მართლა მაგარი იყო, აღარაფერს ვამბობ საუნდთრეკზე, თითქმის აჯობა ფილმს (imho) :))

  4. ამ ფილმს კი არ უნდა უყურე, უნდა უსმინო (ც) ჩემი მეგობარი.

  5. Pingback: კომენტარი | "ენტოცია – წვეთი ზღვაში"

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s