In Time

In TimeIn Time ენდრიუ ნიკოლის მიერ 2011 წელს გადაღებული დისტოპიური სამეცნიერო-ფანტასტიკა გახლავთ, ჯასტინ ტიმბერლეიკით და ამანდა საიფრიდით მთავარ როლებში. ფილმი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ბლოკბასტერი იქნებოდა ამ ჟანრისთვის დამახასიათებელი მთელი ბუკეტით, რომ არა ძალიან საინტერესო იდეა დროსა და მის მნიშვნელობაზე ადამიანთათვის.

2161 წელს გენეტიკური ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ კაცობრიობამ შეწყვიტა დაბერება და ისინი გამოიყურებიან ზუსტად ისევე, როგორც 25 წლის ასაკში გამოიყურებოდნენ. სამაგიეროდ მათ განსაზღვრული აქვთ დრო, თუ რამდენ ხანს უნდა იცხოვრონ. წამზომი მარცხენა ხელზეა მოთავსებული.ყველაფერი ამ რეალობაში დრო ღირს. ტელეფონით დარეკვა 1 წუთი, ყავა 4 წუთი და.ა.შ. მთავარი გმირი უილ სალასი გეტოში, საოცრად ღარიბ კვარტალში ცხოვრობს დედასთან ერთად, გეტოში სადაც ყოველ წამს გიწევს ბრძოლა სასიცოცხლო დროისთვის და უბრალო ძილიც კი ტანჯვად გაქვს გცეული, რადგან იცი, რომ გულიანად დაძინების შემთხვევაში შეიძლება წამზომი გაგინულდეს და სიცოცხლეს გამოესალმო.
განსაკუთრებული შემთხვევის შემდეგ უილს ცხოვრების 100 წელიწადს ჩუქნიან და სთხოვენ, რომ მისი დრო უქმად არ გაფლანგონ. ბიჭი ნიუ გრინვიჩში გადადის საცხოვრებლად, სადაც ფინანსური მაგნატის შვილ, სილვია ვეისს გაიცნობს. აქედან იწყება ბლოკბასტერი, გატაცებებით, ბანდიტური თავდასხმებით. მოკლედ ბონი და კლაიდი შორეულ მომავალში. (ისე ერთხელ კი გავიფიქრე, კარგი იქნებოდა პერსონაჟებს უილი და სილვია კიარა ბონი და კლაიდი რქმეოდათ მეთქი)

მეტს აღარ მოგიყვებით, დანარჩენი თვითონ ნახეთ, უბრალოდ ჩემს შთაბეჭდილებებს დავწერ ცოტას.

ფილმის ყურებისას ერთი წამით წარმოვიდგინე, როგორია იმ საათით ცხოვრება, რომელიც მუდამ უკუითვლის და გაჩვენებს თუ რამდენი დაგრჩა იცხოვრო. სცენარის ავტორებმა არ დაიშურეს დრო (:)) და ენერგია და მთელი სიცხადით გვაჩვენეს ამ ანტიუტოპიური სამყაროს მთელი საშინელება. სამყარო სადაც აუცილებელია ადამიანი მოკვდეს, რათა სხვასაც ჰქონდეს დრო იცხოვროს, როგორ ყრია გეტოებში განულებული წამზომებით ადამიანთა სხეულები და როგორი უსუსურია ჰომო საპიენსი ამ ყველაფრის ფონზე. მოკლედ ჩემზე სერიოზულად იმოქმედა ამ ფილმმა, განსაკუთრებით დროის მცველები მომეწონნენ. ადამიანები, რომლებიც დროის პოლიციას წარმოადგენენ და ყველანაირად ცდილობენ აღკვეთონ უკანონო მითვისება სხვისი დროისა მხოლოდ ერთ დღეს ცხოვრობენ და ყოველ დღე “მარაგის შევსება” უწევთ. სევდიანია არა?!

მთელი სულით და გულით გირჩევთ ნახოთ ეს ფილმი. არ მიაქციოთ დიდი ყურადღება კეთილის და ბოროტის ბრძოლას და იმას თუ როგორი ცუდი ბიძიები არიან მდიდრები. ეს მხოლოდ დეკორაციაა, მთავარი აზრი სხვაგანაა. ხო კიდევ დიალოგებს მოუსმინეთ ყურადღებით, ბევრი საინტერესო აზრი ჟღერდება.

პ.ს. პოსტის ბოლოს ტრადიციულად ერთ-ერთი საუნდტრეკი ფილმიდან:

5 thoughts on “In Time

  1. ფილმი მეც მომეწონა, თუ არ ჩავთვლით პატარ–პატარა მიფუჩეჩებულ სცენებს, რომლებიც აშკარად გამორჩა რეჟისორს. soundtrack-ებიდან თრეილერის მომეწონა ყველაზე მეტად: http://www.youtube.com/watch?v=1bFAPMriBhY

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s