The Pros and Cons of Hitch Hiking

the pros and cons of hitch hikingგარდა იმისა, რომ მაინტერესებს ასტრონომია და რობოტები, ჩემი ერთ-ერთი სერიოზული გატაცება ავტოსტოპით მოგზაურობაც გახლავთ. სახლში ყოველთვის ჩალაგებული მიდევს ჩანთა, რათა სასწრაფოდ გასვლის შემთხვევაში დრო არ დავკარგო და ეს სასწრაფოდ გასვლა შეიძლება დღის ან ღამის ნებისმიერ მომენტში მოხდეს. დამეთანხმეთ, ვისაც გამოგიცდიათ ძალიან საინტერესო და ჩამთრევი თავგადასავალია.

ამ ერთი კვირის წინათაც, კერძოდ კი 28 თებერვალს მე და ჩემმა მეგობარმა სრულიად მოულოდნელად გადავწყვიტეთ ბათუმში წავსულიყავით სტოპით და ზღვა გვენახა. იმას თუ რა გადაგვხვდა თავს გზაში იქითაც და აქეთ მითუმეტეს, სხვა პოსტში მოგიყვებით. ეს სხვა რამეზეა. გუშინწინ (05.03.2012) ფეხბურთის თამაშისას ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ვუყვებოდი ჩვენი ბათუმური ფათერაკების ამბავს, რაზეც მან მკითხა ვიცოდი თუ არა როჯერ უოტერსის სოლო ალბომის The Pros and Cons of Hitch Hiking-ის შესახებ. ცოდვა გამხელილი სჯობს და წარმოდგენაც კი არ მქონდა. მოკლედ მივიღე მკაცრი დირექტივები, რომ აუცილებლად მომესმინა ეს ალბომი. გავითვალისწინე და შედეგიც მშვენიერი აღმოჩნდა.

ალბომი უოტერსის კონცეპტუალური და პირველი დამოუკიდებელი, სრულყოფილი ნამუშევარია, რომელიც მან 1984 წელს ჩაწერა. უოტერსი შუა ხნის მამაკაცის ფიქრებზე მოგვითხრობს, ადამიანის რომელსაც მიდლ ეიჯ კრიზისი აქვს და ცდილობს თავი ავტოსტოპით მოგზაურობით გაიახალგაზრდაოს. როგორც თვითონ როჯერი ამბობს ალბომის ჩაწერის იდეა The Wall-ზე მუშაობისას დაებადა. მან ჯგუფს შესთავაზა აერჩიათ ერთ-ერთი, ხოლო მეორეს სოლო პროექტად დაამუშავებდა. საბედნიეროდ პინკ ფლოიდმა The Wall აირჩია და აგრეთვე საბედნიეროდ ხელი არ ახლო The Pros and Cons of Hitch Hiking-ს.

ალბომში შესულია 12 სიმღერა. აღსანიშნავია, რომ წამყვანი გიტარა და ბექ ვოკალი ერიკ კლეპტონის განკარგულებაში იყო. ხანგრძლივობა 42 წუთი და 7 წამია.

მე პირადად აღმაფრთოვანა ამ ნამუშევარმა. მესამე დღეა გადაბმულად ვუსმენ და გამორთვის სურვილი არ მიჩნდება. ჩემი რჩევა თუ მოსმენა დააპიროთ: არავითარ შემთხვევაში არ მოუსმინოთ ცალ-ცალკე ტრეკებად, ალბომის მთელი გენიალურობა მის სრულყოფილებაშია და ყველა შემდეგი ტრეკი წინას გაგრძელებაა. ბუნებრივია სათითაოდაც კომპოზიციები კარგი მოსასმენია, მაგრამ ერთად სულ სხვა ეფექტს იძლევა.

პ.ს. პოსტის ბოლოს ტრადიციულად: The Pros and Cons of Hitch Hiking ის მოსმენა იუტუბზეც შეგიძლიათ სრულად. ქვემოთ სწორედ ეგ ლინკი დევს

5 thoughts on “The Pros and Cons of Hitch Hiking

  1. ფეხბურთს თამაშობდი, თუ THE ASS-THE WALL_ს, ერში ჟოპა-სტენკად წოდებულს? გამოტყდი! :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s