აიზეკ აზიმოვი – მარადისობის აღსასრული

The End of Eternityღრმა ბავშვობის (8-10 წელი) შემდეგ ეს წიგნი არ წამეკითხა. მაშინაც ბევრი ვერაფერი გავიგე. აზიმოვის hard sci-fi ბავშვისთვის კი არა მოზრდილისთვისაც რთული გასაგებია, მითუმეტეს იმ დროს, ჟიულ ვერნისა და ჰერბერტ უელსის სათავგადასავლო, ფანტასტიკური რომანების შემდეგ “მარადისობის აღსასრულზე” გადასვლა მეტად თავხედური ნაბიჯი იყო ჩემი მხრიდან და დავისაჯე კიდეც. 2 დღიანი ტანჯვა-წამების შემდეგ შემრჩა ბუნდოვანი მოგონება ტექნიკოს ჰარლანზე და აბსოლუტური გაუცნობიერებლობა იმისა, თუ რატომ დარბოდა ეს კაცი სხვადასხვა საუკუნეებში. მახსოვს, რომ მაშინ წიგნი მომეწონა, უბრალოდ მეორედ წაკითხვის სურვილი არ გამჩენია. გამოხდა ხანი, ჩემს მიერ წაკითხული sci-fi ავტორების სიაც გაიზარდა და ორიოდე დღის წინ გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთხელ მეცადა ბედი და კვლავ შევჭიდებოდი აზიმოვს. აქვე გეტყვით, რომ ეს გამართლებული გადაწყვეტილება გახლდათ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ აზიმოვი ერთ-ერთი საუკეთესო ფანტასტია.

აიზეკ აზიმოვმა შექმნა რეალობა, მარადისობა, სადაც მარადიულები ზრუნავენ იმაზე, რომ კაცობრიობამ თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე აიცილოს მისთვის დამღუპველი გადაწყვეტილებები. სპეციალურად მომზადებული გამომთვლელები ათასობით ალბათობის გამოთვლის შემდეგ პოულობენ მომენტს, რომლის შეცვლაც არ გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს მომავალში და ცვლიან მას. სწორედ ამ ცვლილების განხორციელება ევალება ტექნიკოსს. რომანის მთავარი გმირიც ტექნიკოსია, საკუთარ თავში ჩაკეტილი, მუდმივად დეპრესიაში მყოფი, “გაუცინარი ხელმწიფე” (ისევე როგორც ყველა დანარჩენი მისი კოლეგა) ჰარლანი. იგი ყველას ეზიზღება, ვინაიდან უწევს მომენტების ამოშლა რომელიმე კონკრეტული საუკუნიდან. ამას კი შედეგად ადამიანებისა თუ უდიდესი ტექნიკური მიღწევების გაქრობა მოჰყვება ხოლმე, ადამიანი კი სულმოკლე არსებაა და სულაც ფეხებზე ჰკიდია მილიონობით სხვა არსების ბედი. სხვათა შორის კითხვისას ყურადღება მივაქციე ერთ საინტერესო დეტალს: ტექნიკოსის ჩაცმულობის აღწერისას აზიმოვი ახსენებს ყვითელ ემბლემას, რომელიც ამ პროფესიის ადამიანების ჩაცმულობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რაღაცით კონცლაგერებში ებრაელთა გამოსაცნობი ნიშანი მომაგონა. მათი არ იყოს ტექნიკოსებიც თითქოსდა გეტოს რეალობაში ცხოვრობენ და საყოველთაო ზიზღს იმსახურებენ.

დასაწყისი წიგნისა ცოტა ბუნდოვანი და გაუგებარია. დამაბნეველი აგრეთვე უამრავი განსხვავებული საუკუნე და ფაქტების დიდი კრებული, რომელთაც მწერალი სახეში გვაყრის, თუმცა 20-ოდე გვერდის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას ლაგდება და ყველაფერი აბსოლუტურად გასაგები და ნათელი ხდება. მეორე ნაწილი წიგნი უფრო მძაფრსიუჟეტიანი ხდება და “რეალობაც” თანდათანობით ანტიუტოპიურ სამყაროს ემგვანება.

მოკლედ აბსოლუტური ეფექტი გარანტირებულია. ეს არის ძალიან კარგი წიგნი, რომელიც სერიოზულ შთაბეჭდილებებს ტოვებს და ფაქტობრივად ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მე პირადად უპირობოდ ვაყენებ ჩემი სამეცნიერო ფანტასტიკური რომანების სიის ხუთეულში.

პ.ს. პოსტის ბოლოს არაფერი ტრადიციული არ იქნება. ფილმი ჯერ არ გადაუღიათ, ალბომი ამ წიგნის შესახებ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია არ ჩაუწერიათ. შესაბამისად მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ქართულად წიგნი გამომცემლობა “ნაკადულმა” გამოსცა “მე რობოტთან” ერთად და ყველა თავმოყვარე ბუკინისტს მისი ეგზემპლარი დახლზე უნდა ედოს, ასე რომ შოვნა ნამდვილად არ არის პრობლემა.

5 thoughts on “აიზეკ აზიმოვი – მარადისობის აღსასრული

  1. აქაც გავიმეორებ ლორდ ვეიდერის ფრაზას, რომელიც ძალიან მომწონს: “აზიმოვს ან კარგი მოთხრობები აქვს, ან – ძალიან კარგიო”. ისეთი რამ, სუსტიაო, რომ იტყოდი, მე არ წამიკითხავს.

    “ნაკადულის” ზუსტად ის გამოცემა მქონდა მე. ოღონდ, “მე, რობოტი” არც თუ წარმატებულ თარგმანად მახსოვს და, რაც მთავარია, არასრული იყო.

  2. ამბროლაურის ბიბლიოთეკაში გადავაწყდი და თვალებს არ ვუჯერებდი : )))
    უჰ, კარგი იყო, ზაფხულში ჰამაკში აიზეკი და მარადისობა <3

    • :) კარგა დიდი ტირაჟით გამოსცეს როგორც ვიცი.. :) ზამთარშიც მშვენიერი აღმოჩნდა ისე.. :)

  3. მეც “ნაკადულის” გამომცემლობის მაქ მე რობოტიც არის ყავისფერი წიგნია

  4. ,,მარადისობის აღსასრული” ეს არის წიგნი, რომელმაც მე აზროვნება შემიცვალა. შედევრი-გაცვეთილი ფრაზაა. ამ წიგნმა მე ძალიან ბერი რამ მასწავლა. ეს არის წიგნი, რომელიც თუ არ წაგიკითხავს, შენ საერთოდ არაფერი იცი ადამიანის გენიაზე და კაცობრიობაზე. ეს წიგნი მე მაძლევს მე დიდ იმედს ჩვენს მოდგმაზე. ეს წიგნი ქმნის მომავალს, რომლისთვისაც ისწავლი, იცხოვრებ და იბრძოლებ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s