Ted Nasmith and Tolkien’s Magical World

Eol the dark Elf1950-ების შუაში (როგორც თვითონ ამბობს), კანადელი სამხედრო საჰაერო ძალების ოფიცერის ოჯახში ბიჭი გაჩნდა. ბიჭი, რომელმაც ჯ.რ.რ ტოლკინის შექმნილი სამყარო გაგვიცოცხლა და საოცარ ფერებში, მთელი მისი ბრწყინვალებით წარმოგვიდგინა.

ტედ ნესმითი მესამე კლასში იყო, როცა დამ მას “ბეჭდების მბრძანებელი” მისცა წასაკითხად. ამ მომენტმა უდიდესი გავლენა იქონია და აბსოლუტურად შეცვალა ტედის წარმოდგენები სამყაროზე. აი რას წერს იგი ამასთან დაკავშირებით: “It opened up in me a dormant love of lost and misty times, myth and legend. Not since childhood had I felt such a sense of ‘home’, unaware of the effects the intervening years had had in displacing it. I began immediately to draw scenes inspired by this magical, nostalgic realm, becoming absorbed for many hours at a time.”

1972 წელს ნესმითმა ტოლკინს გადაუგზავნა რამოდენიმე ნამუშევარი “ჰობიტიდან”. პასუხი ცოტა ხნის შემდეგ მოვიდა. აღმოჩნდა, რომ ტოლკინს ბიჭის ნამუშევრები მოეწონა, თუმცა პროფესორს შენიშვნებიც ჰქონდა. მაგალითად, ბილბო ბეგინსი ძალიან ბავშვურად გამოიყურებოდა. ამან ნესმითზე მნიშვნელოვნად იმოქმედა მას შემდეგ ტედი წიგნში აღწერილ პერსონაჟებთან იდეალურად მიახლოებულ ნახატებს ხატავს.

ნესმითის 4 ნახატი მოხვდა 1987 წელს გამოცემულ კალენდარში, რომელიც ტოლკინის ნაწარმოებების თემატიკაზე იყო აგებული, შემდგომში ეს ფაქტი თითქოსდა ტრადიციად ჩამოყალიბდა და 1990, 2002, 2003, 2004 და 2009 წლის კალენდრები მთლიანად ტედის ნახატებისგან შედგება. ტედ ნესმითის, ალან ლის და ჯონ ჰოუვის დახატულია აგრეთვე ფილმ ტრილოგიის “ბეჭდების მბრძანებლის” დეკორაციებიც.

გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მხატვარია, ნესმითი კარგი მუსიკოსიც გახლავთ. ჩაწერილი აქვს ორი სტუდიური ალბომი: The Hidden Door: Songs in the Key of Enchantment და Beren and Lúthien: A Song Cycle. გახლავთ The Tolkien Ensemble- ის წევრების ახლო მეგობარი.

მე პირადად ტედ ნესმითის ნახატები ბევრად მირჩევნია ზემოთხსენებული ჯონ ჰოუვისა და ალან ლის ილუსტრაციებს. ბევრად უფრო ღრმად და დეტალურად არის გადმოცემული პროფესორის მიერ შექმნილი სამყარო. ფერებიც უფრო ნესმითის მხიბლავს. თუმცა ეს ყველაფერი გემოვნების ამბავია და ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ლი, ჰოუვი, კორ ბლოკი ან თუნდაც ტუვე იანსონი (ჰობიტი აქვს გაფორმებული) რაიმე ასპექტში ცუდი მხატვრები არიან, პირიქით.

პ.ს. პოსტის ბოლოს ტრადიციულად, ნესმითის რამოდენიმე, ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ილუსტრაციას დავდებ. დანარჩენი ნახატები შეგიძლიათ იხილოთ ავტორისავე ვებ-გვერდზე.

The Hill of Slain

Haudh-en-Ndengin

Hurin finds Morwen

Hurin finds Morwen

The Slaying of Glaurung

Turin Slays Glaurung

The Shadow of Sauron

The Shadow of Sauron

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s