Claymore

ClaymoreClaymore ნორიჰიო ჰიოგის მანგის მიხედვით გადაღებული, 26 ეპიზოდიანი, დარქ ფენტეზი ჟანრის ანიმე გახლავთ, რომლის რეჟისორიც ჰიროუკი ტანაკაა. Claymore- სიტყვა გალურიდან (ძველი შოტლანდიური) მოდის და აღნიშნავს შუა საუკუნეებში გავრცეკებულ Two handed ხმალს, რომელთაც ძირითადად მძიმედ შეაბჯრული ქვეითი რაინდები იყენებდნენ. ანიმეს პერსონაჟებიც სწორედ ასეთი ხმლებით შეიარაღებულნი ნადირობენ იომებზე – მონსტრებზე, რომლებიც ადამიანებით იკვებებიან.

ყველა მებრძოლს ორგანიზაციაში თავისი რიგითი ნომერი გააჩნია, რაც მის სიძლიერეს აღნიშნავს. ყველა მეომარი წარმოადგენს ნახევრად ადამიანსა და ნახევრად იომას, და მთავარი საფრთხე რაც მათ ემუქრებათ (ნუ გარდა იმისა, რომ საოცარი სიძლიერის მონსტრებს ებრძვიან და ყოველ წამს შეიძლება დაიხოცნონ) არის თავის ვერ გაკონტროლება, იომას ძალების ზედმეტად გამოყენება, რასაც საბოლოოდ ე.წ. Awakened Being ქვევა მოყვება. ეს კი ბოლო ნაბიჯია, ასეთი მეომარი მუდამ იომად დარჩება, მხოლოდ განსაკუთრებული ძალების მქონე მონსტრად და ვეღარასდროს გახდება ადამიანი, ამიტომ როცა Claymore- ები გრძნობენ, რომ ლიმიტი ამოწურეს, თავიანთ მეგობრებს სთხოვენ, რომ მოკლან, რათა ადამიანად დარჩნენ.

კონკრეტულად ეს 26 ეპიზოდიანი ანიმე რანგით ყველაზე სუსტი მეომრის, კლერის და პატარა ბიჭის, რაკის ამბავს მოგვითხრობს. რაკის ოჯახი იომამ ამოხოცა, ბიჭი სიკვდილისგან კლერმა იხსნა, თუმცა იგი სოფლიდან გააძევეს და იძულებული გახდა კლერს გაჰყოლოდა. კლერი თავის მხრივ თავისი გამზრდელი და უახლოესი მეგობრის, აგრეთვე Claymore ტერეზას მკვლელ, ყოფილ მეომარ პრისცილას ეძებს. სიუჟეტი საკმაოდ ჩახლართულია და მეხუთედან მოყოლებული, თითქმის ყველა სერიაში რაღაც მნიშვნელოვანი ირკვევა. პლუს ამას ნახატი არის საკმაოდ მაღალი დონის და ბრძოლის სცენებიც ძალიან მომეწონა. ოსტ-ებიც ცალკე აღნიშვნის ღირსია: ერთდოულად მეტალი, შოტლანდიური ფოლკი და იაპონური ტრადიციული მუსიკის ნაზავი ერთ ანიმეში იშვიათად მინახავს. ერთადერთი ნაკლი, რის გამოც მთლიანად ვერ აღვფრთოვანდი ანიმეთი, არის ის რომ საკმაოდ გაწელილია. ჩემი აზრით თავისუფლად შეიძლებოდა სიუჟეტის ჩატევა 26-ის მაგივრად 15 სერიაში, ისე, რომ არაფერი მნიშვნელოვანი დაკარგულიყო და ანიმეც ბევრად უფრო ყურებადი და დაძაბული გამოდგებოდა. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, სიუჟეტი იმდენად საინტერესოა და ატმოსფეროც იმდენად მომხიბლავი, რომ მე აუცილებლად გირჩევთ ყურებას. არაფერს დაკარგავთ, პირიქით. თან დასასრულიაც აშკარად მეორე სეზონს ითხოვს, ასე რომ მე პირადად მოუთმენლად ველოდები როდის დაიწყება მეორე სეზონის დადება.

პ.ს. თუ სურვილი გაგიჩნდეთ მე მანგის წაკითხვასაც გირჩევდით. ბევრად უფრო საინტერესო ჩანს, თან საკმაოდ დიდია და საინტერესო. მე დავიწყე უკვე და ძალიანაც მომწონს. კონკრეტულად მანგაზე და ანიმეზე ინფორმაცია შეგიძლიათ Claymore Wikipedia-ზე შეგიძლიათ მოიძიოთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s