Knocking on Heaven’s Door

Knocking on Heaven's Doorდღეს მენიუში ტეკილა ”ტორო”, ლიმონი და მარილი გვაქვს. ოღონდ მარილი ცოტათი არაორდინალური, აი ისეთი, ზღვის გემო რომ აქვს.

მორიგი სმისა და ღამის თენების პროცესისას, ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა განზების ვერსია ჩართო ”Knocking on Heaven’s Door”-სა. რა გასაკვირია და პირველ რიგში ტომას იანის მიერ 1997 წელს გადაღებული ფილმი გამახსენდა. აღმოჩნდა, რომ არცერთ იმწამს ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანს ნანახი არ ჰქონდა. მეტი არც მინდოდა და დავიწყე მოყოლა იმისა, თუ როგორ ლაპარაკობენ ცაში მხოლოდ ზღვაზე, და რა ლამაზია ჩამავალი მზე და როგორ დაგვცინებენ სამოთხეში, რომ ეს ფილმი ნანახი არ გვაქვს. იმდენად როლში შევედი, რომ კიდევ ერთხელ მომინდა მენახა კინემატოგრაფიის ეს შედევრი. როგორც ყოველთვის ჩემს გვერდით სკირონი (თუ ვინმე არ იცნობთ, ჩემი ძალიან კარგი მეგობარია) დადგა. გავედი მასთან ღამის 4 საათზე სახლში, ყავა დავლიე და დაიწყო:

რა დაიწყო?! ჩემი მოყოლა რად გინდათ, თვითონაც გადასარევად იცით მარტინ ბრესტისა და რუდი ვურლიცერის, სასიკვდილოდ განწირული ორი ადამიანის ისტორია. ისიც იცით თუ როგორ ლაპარაკობენ ცაში მხოლოდ ზღვაზე. სასაცილო განგსტერების, აბდულის და ჰენკის ისტორიაც მშვენივრად მოგეხსენებათ და გატაცებული მერსედესი და მილიონი დოლარიც არ გაგაკვირვებთ. თუ არ იცით და სირცხვილი თქვენ. რას ეტყვით ანგელოზებს სამოთხეში (ან ეშმაკებს ჯოჯოხეთში, ან იმ ტიპებს რომლებიც, სიკვდილის შემდეგ აუცილებლად დაგხვდებიან სადმე, იმისდა მიხედვით თუ რისი გწამთ), ”ზღვაზე როგორ არ ვარ ნამყოფი, ზაფხულობით პლაჟზე ვიწექი და ზაგარს ვიღებდი, მაგრამ, რა ფილმზე ამბობთ, წარმოდგენაც კი არ მაქვსო?!”. დაგცინებენ მეგობრებო. წარმოუდგენელ ლოხებად ჩაგთვლიან და დამიჯერეთ, როგორც დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე დავით გოგიჩაიშვილი იტყოდა ”ტეხავს, აი პროსტა რომ ტეხავდეს არაუშავს, მაგრამ ძალიან ტეხავს”.

მოკლედ არ აქვს მნიშვნელობა იმას, გინახავთ თუ არა ეს ფილმი. გადმოწერეთ სასწრაფოდ, ან ონლაინ ნახეთ, ან კომპში მყოფ ფაილს უქენით რამე და დააკაკუნეთ სამოთხის კარზე. თუ მაინცდამაინც ფილმის ნახვა გეზარებათ, მაშინ ადექით, ჩაალაგეთ ჩანთა და წამოდით ზღვაზე ავტოსტოპით. ტეკილა ჩემზე იყოს, ლიმონჩიკს სკირონი შემოგვაშველებს და მარილი კიდე იმდენია დალოცვილ შავ ზღვაში ჩვენ კიარა, მილიონ ჩვენნაირს ეყოფა.

პ.ს. პოსტის ბოლოს ბობ დილანის Knocking on Heaven’s Door მინდოდა დამედო, მაგრამ გადავიფიქრე… ანდა ჯანდაბას თქვენი თავი, აჰათ… (ვიცი, რომ ფილმში Selig-ის ვერსიაა, მაგრამ მაინც)

На небе только и разговоров что о море и о закате
там говорят как чертовски здорово наблюдать за огромным огненным шаром как он тает в волнах и еле видимый свет словно от свечи горит где то в глубине…

9 thoughts on “Knocking on Heaven’s Door

  1. ლიკე, მეც ძაან მიყვარს ეს ფილმი და მოიტანა ის ემოციები… ისე სკირონიაც მომენატრა..

  2. მომეწონა ) იმდენად მიყვარს ეს ფილმი, რამდენიმე კვირაა ვგეგმავ, რომ სადმე დიდ ეკრანზე ვუყუროთ ნამდვილად knockinonheavensdooraddicted ხალხმა : ))) ამ პოსტის მერე, უფრო ბევრი იქნება ასეთი ;)

    • სიამოვნებით ვნახავდი დიდ ეკრანზე..

      ადიქტიდები იმედია იქნებიან

  3. მე სულ ორი ფილმი მაქვს შვაიგერით ნანახი. ერთი ეს, მეორე Barfuss, რომელიც ასევე ძალიან მომეწონა

  4. ფილმი, რომლის არ ნახვა დანაშაულია;) ერთხელ მაინც

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s