Mr. Travis, თქვენ გიჟი ხართ!

Travis Barkerპოსტის დაწერა ამ დილით ნანახმა სურათმა გადამაწყვეტინა. პირველივე რაც ნიუს ფიდში თვალებში შემომეფეთა, ჩემი მეგობრის დადებული სურათი გახლდათ. სისხლიანი თითი, გვერდით კი აგრეთვე სისხლიანი ე.წ. “რაბოჩი” (თუ სწორად გავარჩიე).  სანამ გავხსნიდი და ინფორმაციას წავიკითხავდი, მაშინვე მივხვდი ვის დაზიანებულ თითსაც შევცქეროდი (რა დიდი მიხვედრა მაგას უნდა. შეხედეთ სვირინგებს თითის პატრონის სხეულზე. მეტი მე ეგეთი არავინ მეგულება). თითქოს დიდი არაფერი ხომ? მერე რა, ვის არ მოსვლია “საწარმოო ინციდენტი”, ეგერ დედი ღორის თავს ლოკავდა სცენაზე, იქით ოზიმ ღამურა შეჭამა, ყველა მეორე ემო ბენდის ფრონტმენი (იშვიათად ბასისტიც) ვენებს იხსნის სცენაზე. მაგრამ არა მეგობრებო: ეს ტრევის ბარკერია, კალიფორნიული პანკის, იშვიათი ცინიკოსების და ჭკუიდან შერყეული Blink 182 – ის მარად უბერებელი დრამერი.

თქვენ გგონიათ ეს ყველაფერი ტრევისს 90-ებში დაემართა?! როცა ბლინკი თავისი კარიერის მწვერვალზე იდგა, კონცერტებს კონცერტებზე მართავდა და ათას ოხერს და მამაძღლს ჭკუიდან არყევდა. არა ბატონო: 2011 წელს მოხდა ეს ყველაფერი, ერთ-ერთ კონცერტზე. ბებერი პანკები არ არსებობენო აღნიშნავენ ზოგნი. შეხედეთ ბარონ ვონ ტიტოს, სადაცაა ორმოცს მიუკაკუნებს და მაინც ბოლომდე დებს სულს ყველა თავის გამოსვლაში. ტრევის ბარკერი ის ადამიანია, რომელზეც ასაკი ვერასდროს იმოქმედებს, მუდამ უცნაური იროკეზის პატრონ, უამრავი სვირინგის მქონე ერთ-ერთ საუკეთესო დრამერად დარჩება ისტორიაში. მე პირადად დღემდე ვერ ვხვდები, როგორ ახერხებს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი (ორი ხელი, ორი ფეხი, ორი თვალი და.ა.შ), სუსტი ტიპი ერთდროულად ამდენი ხმა გამოაცემინოს დრამს. ყოველი ლაივის ყურებისას ეჭვი მიჩნდება რომ ადამ სმიტის თეორია ბარკერის შემთხვევაში ბუკვალურად მართლდება და მას მართლაც აქვს უჩინარი ხელ(ებ)ი.

მოკლედ. შეიძლება პოსტი გადაჭარბებულად სუბიექტურია და საერთოდაც არ ასახავს მოვლენათა რეალურ სახეს, მაგრამ რას ვიზამთ. არის მომენტები როცა სუბიექტურობა კარგი რამეა.

პ.ს. მინდა დაინტერესების შემთხვევაში თქვენც მოისმინოთ ტრევის ბარკერის სოლო ალბომი Give the Drummer Some, რომლის მოძიებაც ტორენტზე თავისუფლად შეგიძლიათ.

პ.პ.ს. ქვემოთ კი სურათი, რომელიც ამ პოსტის შთაგონების წყარო გახდა. დიდი მადლობა ბატონ Mycroft-ს აღმოჩენისა და დაშეარებისთვის.

Travis' Bloody Hand

3 thoughts on “Mr. Travis, თქვენ გიჟი ხართ!

  1. მაინცადამაინც ვერ დავიბრალებ ამ ჯგუფის სიყვარულს, მაგრამ ეს ტიპი მართლა არანორმალურია :) და შენი პოსტია კარგი წასაკითხი კიდევ :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s