ივან ეფრემოვი – ანდრომედას ნისლეული

Andromeda Nebula1956 წელს ივან ეფრემოვმა დაწერა რომანი, რომელსაც პირადად მე მისი შემოქმედების მწვერვალად ჩავთვლიდი. წიგნს ყველაფერი აქვს იმისათვის რომ აღაფრთოვანოს არამარტო საი-ფაის მკითხველი, არამედ ზოგადად ლიტერატურის მოყვარული ადამიანი.
მოქმედება შორეულ მომავალში ხდება, სადაც ადამიანებმა უკვე გამოიგონეს მეზონური ძრავა და მისი საშუალებით იქამდე წარმოუდგენელ მანძილებზე, შორეულ კოსმოსში მიფრინავენ. დედამიწა ე.წ. რკალის წევრია, საგალაქტიკათშორისო გაერთიანების, სადაც სხვადასხვა კულტურისა და განვითარების რასები, ერთმანეთს აცნობენ თავიანთი მიღწევებისა თუ ევოლუციის ისტორიის დეტალებს. ამ ყველაფერს კი ფონად დიდი ადამიანური სიყვარულის ისტორია გასდევს.
პირველ რიგში, რაც ყველაზე მეტად მომეწონა წიგნში წერის სტილი იყო. ორად გაყოფილი სიუჟეტი, რომელთან მოქმედებაც სხვადასხვა ადგილას ვითარდება და ელოდები მომენტს როცა ისინი შეერთდებიან. “ანრდრომედას ნისლეულიც” ასეა: ერთის მხრივ ერგ ნოორი თავისი კოსმოსური ხომალდით შავი ვარსკვლავის ტყვეობაშია, მეორეს მხრივ კი ვედა კონგი და დარ ვეტერი დედამიწაზე ცდილობენ პრობლემების გადაჭრას.

როგორც უმეტესობა საბჭოთა ფანტასტებისა, ეფრემოვიც ვერ გაექცა პოლიტიკური კონიუნქტურის ჩარჩოებს. აქაც ყველაფერი კომუნიზმის დიდებულ და აყვავებულ ხეზეა ამოზრდილი. წიგნში არის გვერდები, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ქება-დიდებაა კომუნისტური პარტიისა. თუმცა ეს აშკარად ყალბი მომენტები წიგნს სულაც არ უკარგავს ხიბლს და ჩემში პირადად აღარც გაღიზიანებას იწვევს. თუმცა იყო დრო მსგავსი რამე ლიტერატურაში ნერვებს მიშლიდა. აქ პირიქით. წიგნმა მოითხოვა ეს ყველაფერი.

ხელოვნების, უფრო კონკრეტულად კი ცეკვისა და მუსიკის მნიშვნელობისთვის ავტორს განსკუთრებულად აქვს ხაზი გასმული. არის წიგნში მომენტები, რომლებმაც ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ყველაფერი იმდენად რეალისტურად არის აღწერილი რომ კითხვისას მუსიკაც კი ჩამესმოდა, სიტყვებით გადმოცემული მუსიკა. მომენტებში წიგნი იმდენად საოცარია, რომ ჩემს პრინციპებსაც კი ვუღალატე და კითხვისას არაფერი ჩამირთავს, რასაც საუნდტრეკად გავაყოლებდი წიგნს (ასეთი რამ კი მეტად იშვიათად ხდება).

პოსტის ბოლოს გეტყვით, გირჩევთ, გთხოვთ კიდევაც რომ ეს წიგნი წაიკითხოთ. მერწმუნეთ წინ ძალიან დიდი სიამოვნება გელოდებათ.

17 thoughts on “ივან ეფრემოვი – ანდრომედას ნისლეული

  1. “თანამედროვე ფანტასტიკის ბიბლიოთეკა” ეფრემოვის ტომით იწყება და მანდ წავიკითხე პირველად. იშვიათი შემთხვევაა, ღია პროპაგანდისტური პასაჟები რომ არ გაღიზიანებს.

  2. შემრცხვა. წიგნებზრე რომელზეც შენ წერ ოდნავი წარმოდგენაც კი არ მაქვს :(

    • წაიკითხე კარგი წიგნებია ძირითადად. :)

      არც მე მქონდა წაკითხული ოდესღაც. :)

      • საოცარი წიგნია. ზედმიწევნით ზუსტად არის გადმოცემული სამეცნიერო პროგრესის რომანტიკოსების თაობა, ზოგადად ეპოქა, როცა ადამიანები ტექნიკას აღმერთებდნენ…თვითონ ეფრემოვიც ძალიან ძლიერია

        PS: არ მეგონა ჩვენს დროშიც თუ კითხულობდნენ ასეთებს.მადლობა ყველას, რომ ხართ და განსაკუთრებით Isaac Clarke-ს

        PPS: რასაც შენ წერ კომუნიზმის სულისკვეთების ასახვაზე ეფრემოვის შემოქმედებაში, ეგ ძალიან საინტერესო საკითხია (ზოგადად) და მაგაზე ერთი სტატია მინდა გირჩიო, თუ დრო და სურვილი გექნება გადაავლე თვალი.

        სტატია იმაზეა, კომუნისტური იდეოლოგია განაპირობებდა მაგ სულისკვეთებას თუ პირიქით, მარტო “ბალასტი” იყო და რამდენიმე გვერდის მიძღვნით უბრალოდ ხარკს უხდიდნენ

        http://inailava.wordpress.com/2012/05/09/ოლეგ-კაჩმარსკი-საბჭოთ-ეპ/

  3. გაიხარე ზვიად. მადლობა პოსტისთვისაც და შეფასებისთვისაც. :) ეფრემოვი მართლაც გენიალური მწერალია.

    ზოგადად საბჭოთა ფანტასტიკა არის ძალიან საინტერესო. თუნდაც ზემოთ ნახსენები კაზანცევი. მე ვთვლი რომ @მარტო “ბალასტი” იყო და რამდენიმე გვერდის მიძღვნით უბრალოდ ხარკს უხდიდნენ

    თუმცა არც ის არის აბსოლუტურად გამორიცხული, რომ მართლაც ეგრე სჯეროდათ. მაგრამ რაღაც არ მგონია, ამხელა ფანტაზიის და გაქანების მქონე ხალხი ეგრე გულუბრყვილოდ “ავარდნილიყვნენ” მასობრივ ჰიპნოზზე. მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი აზრია.

    • ყველას, რასაკვირველია არ ჯეროდა და ხარკის მომენტიც იყო. განსაკუთრებით – 30–იანი წლების მერე. 60–იანებიდან კი ეს ყველაფერი უკვე ფარსად გადაიქცა…დალპა. მაგრამ ერთი მომენტი მაინც უეჭველია: კომუნიზმის საფუძველში იდო მეცნიერების გადაქცევა რაღაც ახალი ტიპის რელიგიად, რელიგიისთვის დამახასიათებელი რომანტიზმით.

      რატომ დალპა და გადაიზარდა თავის საპირისპიროში ამაზე ახლა აქ ვერ ვილაპარაკებთ თავისთავად…მაგრამ თანამედროვე რუსი ფილოსოფოსი, ტარასოვი ერთგან ასეთ პასუხს ცემს კითხვას ბალასტის შესახებ: თუ სისტემა მხოლოდ ბალასტი და ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, მაშინ სად გაქრა ეს ყველაფერი მაშინვე, როგორც კი ყველაფერი გათავისუფლდაო…

      მოკლედ, ეს ყველაფერიც ჩემი აზრია და სავსებით შეიძლება ვცდებოდე Isaac

  4. თქვენის ნებართვით ამ აღწერას გუდრიდსზე ჩავსვავ :-? წიგნს ამჟამად ვკითხულობ, ამიტომ სპოილერების თავიდან აცილების მიზნით სტატია ბოლომდე არ ჩამიკითხავს, მოგვიანებით მოვაკითხავ :დ
    http://www.goodreads.com/book/show/15760108

    • კი ბატონო რა პრობლემაა. ისე სპოილერის ნუ შეგეშინდებათ მაინცადამაინც. არცერთ პოსტში არ ვასპოილერებ იმ მკითხველს რომელსაც წაკითხული ანაც ნანახი არ აქვს განხილული ობიექტი. :)

      http://www.goodreads.com/user/show/6022206-thor

      აგერ ჩემი გუდრიდსი და თუ არ მყავხართ ფრენდებში დამემატეთ. :)

      • ლოლ, ეხლა ამომიგდო მეილზე, კომენტარი დაამატესო ;დ
        ხოდა მყავხარ გუდრიდსზე, ამირანუს დე რომანუსი ვარ, არ ვიცოდი ეს შენი ბლოგი თუ იყო :დდ
        წიგნი უკვე დავამთავრე კარგახანია, მშვენიერი იყო :3

  5. მამაჩემის საყვარელი წიგნია ეს.
    მეც მომწონს, მაგრამ ძალიან არა..
    ისე წერს ეფრემოვი, თითქოს შენ გვერდით დგანან ეს გმირები, მაგრამ ეს ცუდიცაა, ამდენი ზედსართავი სახელი წარმოსახვის სურვილსაც კი გიქრობს, ფანტაზიას გიხშობს და იმპროვიზაციის ყოველგვარ მუხტს გიკლავს გონებაში_მზა პროდუქტია, და არა ნახევარფაბრიკატი_ უბრალოდ უყურებ და ჩარა ნანდის ნელსაცხებლების სურნელსაც კი გრძნობ.. ბევრი ამბობს, რომ წერის ასეთი მანერა კარგია, მაგრამ მე პირადად სწორედ მაგიტომ არ მიყვარს მაინცდამაინც თეატრი.
    ეფრემოვი ერთადერთია ჩემთვის ნაცნობ საბჭოთა ფანტასტებს შორის, რომელიც ევგენიკის საკითხს ასე ცალსახად შეეხო, გასაგებია, რომ ეს უფრო სელექციური ევგენიკაა, ვიდრე წმინდა ნაცისტური სეგრეგაციული ვარიანტი, მაგრამ მაინც იგრძნობა პერფექციონისტულ ნიადაგზე აღმოცენებული ულტრამემარჯვენე შეხედულებები.
    ცუდი ამ წიგნში კიდე ისაა, რომ ზომიერი კლიმატური სარტყელი არხანგელსკამდე ამოსწია ეფრემოვმა_არაა მაგი ქურდული საქმე… ჩუვაკობა ის იქნებოდა, დარ ვეტერისნაირი მასტი გაყინულ ტუნდრაში დაბადებულიყო და გაზრდილიყო და მვენ მასისნაირი ჩუვაკს კიდე ნიგერიის თაკარა მზეში აედგა ფეხი… მასე, სიმონ, ახალქალაქის შავ მიწაზე პოლიეთილენის ბოთლის სახურავიც გაიხარებს..
    განსაკუთრებულად კარგი მხარეები კი ახსენე აგერ და გეთანხმები, მარა მაინც ტიპური საბჭოთა ფანტასტიკაა, იუმორის, ირონიისა და აბსურდის გარეშე.. მოსაწყენია მასე..
    წერის სტილი (შინაარს, თემატიკასა და პათოსს არ ვგულისხმობ), უფრო სწორად ნარატივი და აღწერის საოცარი ხერხები, რაც აქ ვნახე, სხვაგან არ მინახავს, თუმცა, ერგ ნოორისა და ნიზა კრიტის დიალოგები, საშუალოსტატისტიკურ ქიმიურ ლაბორატორიებშიც მასე ესაუბრებიან ალბათ ჭკვიანი ქალ-ვაჟები ერთმანეთს.
    საგარეო სადგურებზე უფრო კარგი დიალოგებია.. მარა მაინც დარწმუნებული ვარ, სადმე ”პად დიუსელდორფამ” რო დაბადებულიყო ეფრემოვი, გებელსს ადგილს აახევდა სახელისუფლებო პირამიდაში

    • ალექს მასტერი ხარ.. :) აი ამას ჰქვია განხილვა. მამას საღოლ. მაგარი გემოვნება აქვს. :)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s