Avalon

Avalonის ავალონი, რომელზეც ამ პოსტში მექნება საუბარი სულაც არ გახლავთ მითიური კუნძული, რომელზეც ლეგენდების თანახმად ექსკალიბური გამოჭედეს და სადაც მეფე არტური იქნა დაკრძალული. ამ შემთხვევაში ავალონი თამაშია. არალეგალური ვირტუალ-რეალითი მილიტარი RPG, სადაც გარდა იმისა, რომ ფულს შოულობ დიდი შანსია ტვინი დაგიზიანდეს და სამუდამოდ საწოლს მიჯაჭვული დარჩე.

2001 წელს გენიალურმა იაპონელმა რეჟისორმა მამორუ ოშიმ “ავალონი” გადაიღო. არცთუ ისე შორეული მომავალი, ქვეყანაში მასობრივი დეპრესიაა, ერთადერთი რამ რითაც შეიძლება თავი გაიტანო და შიმშილით არ მოკვდე, სწორედ ზემოთხსენებული თამაშია. ხალხიც თამაშობს, როგორც ყველგან აქაც ყველას თავისი ლეველი აქვს. ზოგი C კლასის გახლავთ, ზოგი B, ფილმის მთავარი გმირი ეში (მსახიობი მალგორზატა ფორემნიაკი) კი უმაღლესი დონის მებრძოლია. ფილმი კლასიკურად ოშის სტილშია გადაღებილი. ბნელი, ერთფეროვანი გარემო, უამრავი ფილოსოფიურ-სააზროვნო დეტალი, რის გამოც შეიძლება ერთი შეხედვით მოსაწყენ და გაწელილ ნამუშევრად მოგეჩვენოთ, თუმცა დამერწმუნეთ ასე არაა. ფილმის სიუჟეტი ძალიან ჰგავს მატრიცას, აქაც რამდენიმე რეალობა არსებობს, ეკრანზე რიცხვების თამაში, ბიშოპი, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება არქიტექტორის პროტოტიპად მოვიაზროთ. მოკლედ ნახვისას ბევრი რამე მოგაგონებთ ვაჩოვსკების გახმაურებულ ტრილოგიას. ფორუმებსა და ბლოგებზე ბევრი იწუენბდა ფილმს და მატრიცის უხარისხო კლონად მოიხსენიებდა, თუმცა მე პირადად სიუჟეტი და ის იდეა, რომელიც ოშიმ გააჟღერა ბევრად უფრო მომეწონა ვიდრე ვაჩოვსკების კინო ვერსია. ბევრი მომენტია აგრეთვე რაც იმავე მამორუ ოშის შექმნილ სხვა შედევრ, “Ghost in The Shell” მოგვაგონებს. თუნდაც ეშის ძაღლი, ბასეტის ჯიშის ნაგაზი რომელიც თითქმის ყველა ანიმესა თუ ფილმში ოშის ფავორიტია, Ghost in the Shell-ში ზუსტად ასეთივე ძაღლი ჰყავს მთავარ გამომძიებელ ბატუს.

ფილმის სიუჟეტს სპეციალურად არ მოგიყვებით და არანაირ მინიშნებასაც არ მოგცემთ. შეიძლება მე სხვანაირად აღვიქვი და გავიგე ეს ფილმი, თქვენ აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულება გქონდეთ. მოკლედ ნახეთ და კომენტარებში შეგვიძლია ვისაუბროთ. ერთს გეტყვით კიბერპანკის და სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულებს ფილმი ძალიან მოგეწონებათ. წესით არც მატრიცის ფანები უნდა დარჩეთ უკმაყოფილო.

პ.ს. კინაღამ დამავიწყდა აღმენიშნა. ფილმის კომპოზიტორი ლეგენდარული იაპონელი, ოშის ფილმების შეუცვლელი გამფორმებელი, როგორც მას უწოდებენ “იაპონელი ჰანს ციმერი” კენძი კავაი გახლავთ. მისი მუსიკა ერთ-ორად საინტერესოს და მუღამიანს ხდის ფილმს.

10 thoughts on “Avalon

  1. ფილმს ვუწერ ხუთიანს, ბლოგერს – ორიანს. ვფიქრობ ზედაპირულად არ უნდა შემოიფარგლო როცა ასეთ ფილმზე საუბრობ და ამავე დროს აქებ. მინიმუმ შედარებითი დახასიათება უნდა დაწერო თუ მატრიცას ახსენებ და სიუჟეტის რაღაც მომენტებიც უნდა გახსნა.

      • დღიურის მიტანა არ დაგავიწყდეს :) :) და მშობელთა კრებაც არ გამომაპარო :) :)

  2. უეჭველი უნდა ვნახო, ასეთი რამის გამოტოვება ცოდვაა.

      • პატარა შეცდომა მომივიდა, რომელსაც მალევე გამოვასწორებ )))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s