Astronomy & Other Stuff

Mankind Heroes (Part 1)

Soviet Rocketკომაროვი 1927 წლის 16 მარტს დაიბადა მოსკოვში. იყო პილოტი/კოსმონავტი, საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი. კოსმოსში გაფრინდა ორჯერ. პირველად 1964 წლის 12-13 ოქტომბერს ბორტზე Восход. ეს გაფრენა ბევრი რამით იყო გამორჩეული კოსმონავტიკის ისტორიაში: შესრულდა პირველი მრავალეკიპაჟიანი ფრენა, პირველად ბორტზე იმყოფებოდა არამარტო კოსმონავტი, არამედ ინჟინერი და ექიმი, პირველი მოხდა გაფრენა სკაფანდრების გარეშე. ფრენის დრო შეადგენდა 1 დღე-ღამესა და 17 საათს. ამ დროის მანძილზე ხომალდმა 16-ჯერ შემოუფრინა დედამიწას.

Mankind Heroes (Part 2)

Challenger“ჩელენჯერმა” მეათე მისია STS-51 1986 წლის 26 იანვარს დაიწყო. მიზანი გახლდათ “Kennedy Space Center”-ზე დაჯდომა. აფრენიდან 1 წუთისა და 73 წამის გასვლის შემდეგ, კოსტრუქცია აფეთქდა და ეკიპაჟის შვიდივე წევრი ტრაგიკულად დაიღუპა. ავარიის მიზეზი გახდა O-Ring. ვარაუდობენ რომ იგი წყობიდან აფრენისათვის საჭიროზე დაბალმა ტემპერატურამ გამოიყვანა. ჩელენჯერის ნაწილები ატლანტის ოკეანეში, ცენტრალური ფლორიდის ნაპირებთან ჩამოცვივდა.

Mankind Heores (Part 3)

Columbia“კოლუმბია” ნასას პირველი ორბიტალური შატლი გახლდათ. პირველად იგი კოსმოსში 1981 წლის 12 აპრილს აფრინდა მისია STS-1-ის შესასრულებლად და მას შემდეგ 27 მისია შეასრულა წარმატებით. მის პირველ გაფრენას “Rush”-მა სიმღერაც კი მიუძღვნა სახელწოდებით “Countdown”. “კოლუმბიას” სახელთან მრავალი საინტერესო მისიაა დაკავშირებული, მათ შორისაა ერთ-ერთი უდიდესი საჰაერო ობსერვატორიის Chandra X-ray-ის განთავსება ორბიტაზე და 2002 წლის 1 მარტს, დაზიანებული ჰაბლის ტელესკოპის შეკეთებაც.

Soviet Dogs in Space

Soviet Dogs in Spaceპირველი რაც უმეტესობა ჩვენგანს სათაურის წაკითხვისას გაგვახსენდება რათქმაუნდა ბელკა და სტრელკა არიან. საყოველთაო მოსაზრებით სწორედ ისინი იყვნენ პირველი პიონერები კოსმოსში და მათი სახელები პატარებმაც კი იციან. თუმცა ცოტამ თუ იცის რომ ბელკასა და სტრელკას გარდა საბჭოელებმა 50-60 წლებში რაკეტით 57 ძაღლი გაუშვეს. ეს პოსტიც მათ ეძღვნებათ. ადამიანის ერთგულ მეგობრებსა და კოსმოსის პირველ მკვლევარებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s