100 Albums

უჩა & 69

უჩაჯგუფი “69” 1989 წელს შეიქმნა. ჯგუფის მაშინდელი წევრები იყვნენ უჩა ჩაჩხიანი (ბასი, ვოკალი, კომპოზიტორი), არჩილ ნოზაძე (ლიდ გიტარა, არანჟირება), კოტე ფალავანდიშვილი (კლავიში), ნუგზარ თუხარელი (დრამი) და გია თაბუკაშვილი (გიტარა). თავდაპირველმა ჯგუფმა სულ ორი წელი იარსება და 1991 წელს დაიშალა, თუმცა 1996-ში უჩამ ისევ სცადა აღდგენა და რამოდენიმე სიმღერის ჩაწერა.
ჯგუფს სულ ორი ალბომი აქვს ჩაწერილი: “ტრიუმფალური სვლა მზისკენ” და “ჩვენი ცა”. უჩა მესამე ალბომზეც მუშაობდა, თუმცა სამწუხაროდ 2006 წელს გარდაიცვალა.

Bondage Fairies – Bondage Fairies

Bondage Fairiesგუგლმა როგორც ჩანს ამ ორ არანორმალურ შვედზე ძალიან ცოტა იცის, ანდაც გარყვნილი ფანტაზიების მქონე ტიპია, რომელიც პორნო მანგებს ეძებს. ყველაზე სარწმუნო ვერსია, მაინც ის არის, რომ ამ ხალხს ნორმალურად ტეგებს არ უწერენ და ვიკიპედიაზეც მათ შესახებ არაფერი წერია. მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენს წინაშეა ნინტენდო/პანკ/ექსპერიმენტალ/ინდი ბენდი, რომელიც ელვის კრიპმა და დეუს დეცეპტორმა 2001 წელს ჩამოაყალიბეს. მე თუ მკითხავთ ყველაზე შიზოიდური ფანტაზიების მქონე ორმა ადამიანმა შექმნა თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი წამყვანი ბენდი, ჟანრში ხომ ცალსახად წამყვანი. სამწუხაროა, რომ თვითონ ელვისი და დეუსი ვერ აღიქვამენ ამდენად სერიოზულად თავიანთ ბენდს და სწორედ ამის გამოცაა, რომ გუგლი უცნაურ შედეგებს აგდებს ხოლმე სერჩისას.

M83 – Before The Dawn Heals Us

M83M83 2001 წელს დააარსეს ფრანგმა მუსიკოსებმა ენტონი გონსალესმა და ნიკოლას ფრომაჟომ. ჟანრობრივად ჯგუფი შუგაზის, პოსტ-როკისა და ინდის ნაზავია + ელექტრონული მუსიკის სერიოზული ბექგრაუნდით. განსხვავებით სხვა შუგაზ ბენდებისგან გიტარის წილი მუსიკაში შედარებით ნაკლებია და ძირითადად სინთეზატორია წინ წამოწეული. ჯგუფის შემადგენლობა, მას შემდეგ რაც ფრომაჟო წავიდა, დღეს ასე გამოიყურება: ენტონი გონსალესი, მისი ძმა იან გონსალესი, ვოკალზე და კლავიშზე მორგან კიბი და დრამერი ლუიკ მორენი.

The Pros and Cons of Hitch Hiking

The Pros and Cons of Hitch Hikingალბომი უოტერსის კონცეპტუალური და პირველი დამოუკიდებელი, სრულყოფილი ნამუშევარია, რომელიც მან 1984 წელს ჩაწერა. უოტერსი შუა ხნის მამაკაცის ფიქრებზე მოგვითხრობს, ადამიანის რომელსაც მიდლ ეიჯ კრიზისი აქვს და ცდილობს თავი ავტოსტოპით მოგზაურობით გაიახალგაზრდაოს. როგორც თვითონ როჯერი ამბობს ალბომის ჩაწერის იდეა The Wall-ზე მუშაობისას დაებადა. მან ჯგუფს შესთავაზა აერჩიათ ერთ-ერთი, ხოლო მეორეს სოლო პროექტად დაამუშავებდა. საბედნიეროდ პინკ ფლოიდმა The Wall აირჩია და აგრეთვე საბედნიეროდ ხელი არ ახლო The Pros and Cons of Hitch Hiking-ს.

Mr. Travis, თქვენ გიჟი ხართ!

Travis Barkerთქვენ გგონიათ ეს ყველაფერი ტრევისს 90-ებში დაემართა?! როცა ბლინკი თავისი კარიერის მწვერვალზე იდგა, კონცერტებს კონცერტებზე მართავდა და ათას ოხერს და მამაძღლს ჭკუიდან არყევდა. არა ბატონო: 2011 წელს მოხდა ეს ყველაფერი, ერთ-ერთ კონცერტზე. ბებერი პანკები არ არსებობენო აღნიშნავენ ზოგნი. შეხედეთ ბარონ ვონ ტიტოს, სადაცაა ორმოცს მიუკაკუნებს და მაინც ბოლომდე დებს სულს ყველა თავის გამოსვლაში. ტრევის ბარკერი ის ადამიანია, რომელზეც ასაკი ვერასდროს იმოქმედებს, მუდამ უცნაური იროკეზის პატრონ, უამრავი სვირინგის მქონე ერთ-ერთ საუკეთესო დრამერად დარჩება ისტორიაში.

Danger Days: The True Lives of the Fabulous Killjoys

Danger Daysეს პოსტი ჩემი ქიმიური რომანსის მეოთხე სტუდიურ ალბომს ეძღვნება. სიმართლე რომ გითხრათ ამ ჯგუფს მეტად იშვიათად ვუსმენ, ხასიათების ჯგუფია, შეიძლება ერთ დღეს გადაგეკეტოს და მთელი დისკოგრაფია ერთი ამოსუნთქვით მოისმინო, მაგრამ ზოგჯერ ისე გავა თვეები არც კი გაგახსენდება ხოლმე. ძალიან კარგად მახსოვს პირველად “Helena”-ს მოვუსმინე მიუზიქ ბოქსზე წლების წინ, მას შემდეგ რამოდენიმე ტრეკი იყო, რომლებიც ამოჩემებული მქონდა და პერიოდულად ვუსმენდი. Welcome to the Black Parade, Helena, I’m not Okay(I Promise) და Na Na Na. სწორედ ამ უკანასკნელმა ტრეკმა, უფრო სწორად კი კლიპმა რომელიც ამ სიმღერისთვის გაკეთდა გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა.

Ensiferum – Unsung Heroes

IEnsiferum - Unsung HeroesIn my Sword I Trust თვით სრულყოფილებაა. თემების და ტემპის ცვლა, კლავიშის ძალიან მაგარი ჟღერადობა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის გიტარებსა და დრამს. მშვენიერი ვოკალი, პეტრი როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. კლიპი 8 აგვისტოს დაიდო იუტუბზე და დღევანდელი მონაცემებით (09/08/2012) უკვე 45000-ზე მეტი ნახვა აქვს, რაც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ჯგუფმა ნამდვილად მოანატრა თავი მსმენელს. მოკლედ 10/10

Leave a comment